თავისი ამორალურობის მწვერვალიდან, ფონ კრამონმა საქართველო დაადანაშაულა “სიტუაციის სათავისოდ გამოყენებაში, რათა აგრესორთან ერთად „ფული იშოვონ“ – ამიტომ თავმოყვარე სახელმწიფომ ის ასევე არ უნდა შემოუშვას ქვეყანაში, როგორც ნებისმიერი სხვა პოლიტიკური ტერორისტი, მანამ, სანამ მკაფიოდ ნათქვამ ბოდიშის მოხდას არ მოვისმენთ მისგან, – ასე ეხმიანება ექსპერტი დავით ქართველიშვილი ვიოლა ფონ კრამონის ინტერვიუს.
„ერთადერთი შემთხვევაა, როდესაც ვიოლა ფონ კრამონის სააკაშვილისეულ შეფასებას – „ამორალური იდიოტი“ – აბსოლუტურად ვეთანხმები. მისი უკანასკნელი ინტერვიუ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შანსების თაობაზე, არა მხოლოდ ამძაფრებს ამ შეფასებას, არამედ ახალ ეპითეტებს ბადებს. ამ ინტერვიუში ფრაუ ვიოლა წარმოადგენდა ერთდროულად რუსეთის სათათბიროს დეპუტატს მარია ბუტინასა და ქართველებს – ხატია დეკანოიძესა და ეკა გიგაურს. თავისი ამორალურობის მწვერვალიდან, ფონ კრამონმა საქართველო დაადანაშაულა “სიტუაციის სათავისოდ გამოყენებაში, რათა აგრესორთან ერთად „ფული იშოვონ“ – ამიტომ თავმოყვარე სახელმწიფომ ის ასევე არ უნდა შემოუშვას ქვეყანაში, როგორც ნებისმიერი სხვა პოლიტიკური ტერორისტი, მანამ, სანამ მკაფიოდ ნათქვამ ბოდიშის მოხდას არ მოვისმენთ მისგან. ამორალური მავნებელია იგი მაშინაც, როდესაც საქართველოს მეორე ფრონტის არ გახსნასა და სეპარატისტულ რეგიონებში სამხედრო ოპერაციის არ ჩატარებაში ადანაშაულებს – ამ კუთხით მისთვის ჩვენი “ხელების ჩამოყრა, დანებება და არანაირი წინააღმდეგობის გაწევა, რა თქმა უნდა, ძნელი გასაგებია”. ეს არის დამატებითი არგუმენტი, რატომ არ უნდა შემოვუშვათ ჩვენთან ფრაუ ვიოლა, თუნდაც წინა ამორალურობაში ბოდიშიც რომ მოიხადოს. დაბრმავებული ამორალური იდიოტია მაშინაც, როდესაც “ვერ ხედავს რაიმე უტყუარ მტკიცებულებას, რომ საქართველოს მთავრობა ნამდვილად აკეთებს ყველაფერ შესაძლებელს, რათა ევროკავშირისთვის სარწმუნო განაცხადი ჰქონდეს. ძალიან ძნელი იქნება მისთვის ტრიოს ფორმატის შენარჩუნება, როდესაც ქვეყნები განსხვავებულ დონეზე არიან”. რა თქმა უნდა – განსხვავებულია ეს დონე: ჩვენთან არ იხურება ოპოზიციური ტელეარხები, არ იკრძალება ათზე მეტი ოპოზიციური პარტიის საქმიანობა, ტარდება ყველა ის რეფორმა, რომლის ჩანასახიც კი ვერ იპოვა ჟოზეფ ბორელმა “ტრიოს” დანარჩენ სივრცეებში და ჩვენ არ გამოგვყავს “ისლამური სახელმწიფო” მისაბაძ მმართველობის ფორმად – როგორც ამას ჩვენზე “განსხვავებულ დონეზე” მყოფი ქვეყნების ხელისუფლების მრჩევლები აკეთებენ. თუ რისი ღირსია საქართველო და რა დონეზე იმყოფება ამჟამად, ამას მომავალი გვიჩვენებს. ერთადერთი რაც ცალსახად უნდა ითქვას, ვიოლა ფონ კრამონის მსგავსი „ამორალური იდიოტის“ ადგილი საქართველოს აწმყოსა თუ მომავალში არ უნდა იყოს“, – წერს ქართველიშვილი Facebook-ზე.