რუსეთის ოფიციალური დღესასწაული – 12 ივნისი (“რუსეთის დღე”) დონეცკის სახალხო რესპუბლიკაში ოფიციალურ დღესასწაულად გამოცხადდა.
“წელს პირველად აღვნიშნავთ ამ დღესასწაულს სახელმწიფო დღესასწაულის სტატუსით. 6 წლის წინ დონბასის ხალხმა ერთხმად აირჩია გზა რუსეთისკენ და ნაბიჯ-ნაბიჯ მივდივართ ამ სანუკვარი მიზნისაკენ” – განაცხადა დონეცკის სახალხო რესპუბლიკის მეთაურმა დენის პუშილინმა მილოცვის ვიდეორგოლში (იხ. ქვემოთ). პუშილინმა რუსეთს “ჩვენი დიდი სამშობლო” უწოდა.
დონეცკის ცენტრალური ქუჩები მორთულია რუსული სამფეროვანი დროშებით, რუსული დროშა აგრეთვე აღმართეს ქალაქის მთავარ მოედანზე. რესპუბლიკის ქალაქებში ჩატარდა აქცია, ხალხმა ფანჯრებიდან რუსული დროშები გადმოფინა.