აქციის მონაწილეები ბორის ჯონსონის და მთელი მთავრობის გადადგომას ითხოვდნენ.
ლონდონის ცენტრში, დიდი ბრიტანეთის პრემიერის რეზიდენციასთან დაუნინგ სტრიტზე, შაბათს, 2 აპრილს, აქცია გაიმართა. ბრიტანეთის დედაქალაქის მცხოვრებლებმა ელექტროენერგიასა და გაზზე ფასების ზრდა გააპროტესტეს. აქციის ორგანიზატორები „ნაციონალური კრების“ აქტივისტები იყვნენ. აქციის მონაწილეები ბორის ჯონსონის და მთელი მთავრობის გადადგომას ითხოვდნენ. “ხელისუფლებისთვის შეუფერებელი”, “გაყინეთ ფასები და არა ღარიბები”, “ჩვენ არ გადავიხდით მათ კრიზისს” – ეს წარწერები იყო დატანილი აქციის რამდენიმე ასეულ მონაწილის პოსტერებზე.
მოძრაობამ ასევე დაანონსა აქციების გამართვა ქვეყნის ორ უდიდეს ქალაქში, ლივერპულსა და მანჩესტერში. აპრილში დიდმა ბრიტანეთმა გაზარდა გაზისა და ელექტროენერგიის ფასის ზღვარი 54%-ით, რაც იმას ნიშნავს, რომ ბრიტანელები მხოლოდ გათბობისთვის იძულებულნი იქნებიან გადაიხადონ ყოველწლიურად 2 ათასი ფუნტი სტერლინგი.
წყარო: infoanalytical.ge