“საქართველომ უკრაინასთან დიპურთიერთობა უნდა გაწყვიტოს!” – არნო ხიდირბეგიშვილი

„რატომ დაადასტურა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, კიდევ ერთხელ, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებში არსებული ყველა სირთულის მიუხედავად, რომ ოფიციალური თბილისი ნეიტრალური იქნება უკრაინაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით? – ჰკითხა ტელეარხი” News Front”-ის გადაცემა “Мнение”-ს მუდმივმა წამყვანმა ალექსეი დავიდოვმა საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო “საქინფორმი”-ს მთავარ რედაქტორს, არნო ხიდირბეგიშვილს.

არნო ხიდირბეგიშვილი: „ღარიბაშვილი, როგორც მენეჯერი, ჩამოყალიბდა ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს-სტრუქტურაში, ამიტომ პრემიერ-მინისტრობისას ის ბიზნესმენივით პრაგმატულად აზროვნებს, ამავდროულად, არის პატრიოტი და პასუხისმგებლიანი პოლიტიკოსი. ხოლო ბიძინა ივანიშვილმა თავისი მთავარი პრინციპი პოლიტიკაში მოსვლის შემდეგ თავად გააჟღერა და ის ასე ჟღერს: „ყველაფერი, რაც საქართველოს ინტერესებშია“. ასე უპასუხა ივანიშვილმა 2012 წლის ნოემბრის პრესკონფერენციაზე ჟურნალისტის შეკითხვას – შესაძლოა, საქართველო მომავალში ევრაზიულ კავშირში გაწევრიანდეს? პრემიერ-მინისტრმა ივანიშვილმა 2013 წელს იმისთვის კი არ აღადგინა სავაჭრო, ეკონომიკური და ჰუმანიტარული ურთიერთობები რუსეთთან, რომ დღეს ისევ შეწყვეტილიყო ისინი!
და როგორ შეიძლება საკუთარ თავს სანქციები დაუწესო?! ქართული ექსპორტისთვის უმსხვილესი ტრადიციული რუსული ბაზარი, რუსეთი – საქართველოს მთავარი სავაჭრო პარტნიორი, მილიონობით რუსი ტურისტი და ვიზიტორი – რუსეთი ლიდერობს ამ, სახელმწიფო ბიუჯეტის ერთ-ერთი მთავარი მუხლითაც, რომელიც ხაზინას ავსებს, რუსეთთან სატრანსპორტო კავშირები, მათ შორის – ტვირთებისა და საქონლის ტრანზიტი საქართველოს გავლით, რუსეთიდან საქართველოში წელიწადში ნახევარი მილიარდი დოლარის ფულადი გზავნილები – ეს ყველაფერი რუსეთიდან! პურსაც ჩვენი არსობისა რუსულს ვჭამთ, რადგან რუსეთი ხორბლის ერთადერთი მომწოდებელია საქართველოში! და ვინ დაზარალდება სანქციებით – საქართველო თუ რუსეთი?! სანქციები ხომ სუფთა მაზოხიზმია!
გასულ წელს სააკაშვილი-ბურჯანაძის რადიკალურმა ოპოზიციამ უკვე მოახერხა პროვოკაცია გავრილოვის დელეგაციასთან დაკავშირებით, რისთვისაც საქართველომ რუსეთთან პირდაპირი ავიამიმოსვლა დაკარგა, არადა, ის-ის იყო უნდა გამოცემულიყო რუსეთის პრეზიდენტის ბრძანებულება საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ, და ეს ასევე ჩაიშალა. საქართველო მაშინ სასწაულებრივად გადაურჩა ომს, რომლის პროვოცირება ზურაბიშვილმა „გავრილოვის ღამის მეორე დღეს სცადა, როცა ნაცვლად იმისა, რომ დაეგმო სააკაშვილის პროვოკატორები, რუსეთს „საქართველოს პირველი მტერი” უწოდა! შედეგად, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტმა მილიარდობით დოლარის ზარალი განიცადა. ასე განახორციელეს ყველაზე დიდი ეკონომიკური დივერსია საქართველოს წინააღმდეგ, მაგრამ ზურაბიშვილისთვის დღემდე არ გამოუცხადებიათ იმპიჩმენტი, არ დაუკავებიათ ამ ეკონომიკური დანაშაულის გამო სარკოზის, ბერლუსკონისა და ევროპის მრავალი წამყვანი ქვეყნების პრეზიდენტების მსგავსად! დღეს იგი, ნაცვლად იმისა, რომ გამომძიებლისთვის ჩვენებას იძლეოდეს და ჰყვებოდეს – რომელ დაზვერვაზე მუშაობს და ვის მიერ არის გადაბირებული, კვლავაც აკეთებს ძირგამომთხრელ პროვოკაციულ განცხადებებს საქართველოს, მისი მთავრობის წინააღმდეგ ქვეყნის პრეზიდენტის რანგში!
ახლა ამ ყველაფერმა აღდგენა დაიწყო, ტურისტები საქართველოსკენ ისწრაფვიან, რუსეთთან პირდაპირი ავიამიმოსვლა მალე აღდგება, ამიტომ მიღებულია ბრძანება ამის სასწრაფოდ ბოიკოტირების შესახებ! 2022 წლის 4 აპრილს უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარმა სადაზვერვო სამმართველომ მორიგი შეურაცხყოფა მიაყენა საქართველოს სახელმწიფო დონეზე, დაადანაშაულა იგი კონტრაბანდაში და უწოდა მის ხელისუფლებას კონტრაბანდისტები! უკრაინის დაზვერვა თავის ოფიციალურ განცხადებაში ადანაშაულებს საქართველოს „რუსეთში დიდი რაოდენობით სამხედრო, ორმაგი და სამოქალაქო დანიშნულების საქონლის მიწოდებაში“ საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლით. „სანქციების გვერდის ასავლელად, რუსი აგენტები ქმნიან კონტრაბანდის არხებს, რომლებიც გადის, კერძოდ, საქართველოს ტერიტორიაზე. ამავდროულად, საქართველოს სპეცსამსახურების წარმომადგენლებს პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ დაავალა, არ შეეფერხებინათ კონტრაბანდისტების საქმიანობა“, – ნათქვამია უკრაინის სამხედრო დაზვერვის ოფიციალურ განცხადებაში, რომლის დასასრულსაც „გაკვრით“ ნათქვამია კიდევ ერთი მოსალოდნელ „დანაშაულზე“ – რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენაზე, თითქოსდა კონტრაბანდისთვის ჯილდოდ! ეს არის საკმარისი მიზეზი ნებისმიერი თავმოყვარე სახელმწიფოსთვის ა – გაუგზავნოს საპროტესტო ნოტა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს, ბ – გამოიწვიოს თავისი ელჩი უკრაინიდან, გ – გამოაცხადოს სანქციები უკრაინის წინააღმდეგ, დ – გაწყვიტოს დიპლომატიური ურთიერთობა უკრაინასთან. უკრაინასთან, რომელიც 2013 წლიდან საქართველოს მიმართ არამეგობრული სახელმწიფოა!
განა უკრაინამ გამოაცხადა სანქციები რუსეთის წინააღმდეგ 2008 წლის აგვისტოს ომის დროს?! არა! და არც დასავლეთს გამოუცხადებია! და რატომ უნდა გააკეთოს საქართველომ ეს დღეს უკრაინის გამო?! საქართველომ აგვისტოს მოვლენების შემდეგ გაწყვიტა დიპლომატიური ურთიერთობა რუსეთთან და დღემდე არ აღუდგენია, უკრაინა კი დღეს, ფართომასშტაბიანი ომის ფონზეც კი, არ წყვეტს დიპლომატიურ ურთიერთობას რუსეთთან! საქართველო დღემდე ევროატლანტიკური კურსის ერთგულია, ხოლო უკრაინამ უკვე გამოაცხადა, რომ მზადაა გახდეს უბლოკი ნეიტრალური ქვეყანა. დიახ, ნატო – ბლეფი და პროვოკაციაა, მაგრამ საქმე პრინციპშია! და ვინ უღალატა ამ პრინციპებს – საქართველომ თუ უკრაინამ? მაშ იქნებ კიევში, სანამ საქართველოს დაადანაშაულებენ, საკუთარ თავს შეხედონ?!
რით დაეხმარა უკრაინა საქართველოს 2008 წლის აგვისტოში? დიახ, მიჰყიდა იარაღი, გამოაგზავნა ინსტრუქტორები და დაქირავებული მებრძოლები, არა უსასყიდლოდ! ექს-პრეზიდენტ სააკაშვილი საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ძებნილთა სიაში შეიყვანა, რომელმაც კიევს მისი საქართველოში ექსტრადიციის არაერთი მოთხოვნა გაუგზავნა, მას კი უკრაინის მოქალაქეობა მიანიჭეს და მაღალ სახელმწიფო თანამდებობებზე – პრეზიდენტის მრჩევლად, ოდესის გუბერნატორად დანიშნეს! შემდეგ კი უკრაინულმა დაზვერვამ ჩაატარა კონტრაბანდული სპეცოპერაცია – რძის პროდუქტებიან კონტეინერით საქართველოში შემოაგდეს უკრაინის მოქალაქე სააკაშვილი სახელმწიფო გადატრიალების მოსაწყობად – საქართველოს მოქმედი კანონიერი ხელისუფლების დასამხობად „ევრომაიდანის“ სტილში! საქართველოში სააკაშვილის წინააღმდეგ კიდევ ერთი საქმე აღიძრა – საქართველოს საზღვრის უკანონო გადმოკვეთის გამო, მაგრამ საქართველოს საზღვრამდე სააკაშვილმა უკანონოდ გადაკვეთა უკრაინის საზღვარიც! თუ ეს არ იყო უკრაინის დაზვერვის სპეცოპერაცია, რატომ არ აღძრულა კიევში სისხლის სამართლის საქმე სააკაშვილის წინააღმდეგ უკრაინის საზღვრის უკანონო გადაკვეთის გამო? მეტიც, კიევი ითხოვს სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნებას! მაშ ვინ არიან ამის შემდეგ კონტრაბანდისტები – ქართული სპეცსამსახურები და ხელისუფლება, როგორც უკრაინის დაზვერვის განცხადებაშია ნათქვამი, თუ თავად უკრაინის დაზვერვა და კიევის ხელისუფლება, რომლებმაც სააკაშვილი საქართველოში კონტრაბანდულად გადაასროლეს?!
შარშან საქართველო კიევის ხელისუფლებას მხარი აუბა და ორი აშკარა ანტირუსული გაერთიანების წევრი გახდა – „ასოცირებული ტრიოს“ უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად და “ყირიმის პლატფორმის”. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კიევში პრეზენტაციაზე პირადად ჩაფრინდა და მთელმა მსოფლიომ მიაპყრო ყურადღება მის გამოსვლას, რომელიც გამოირჩეოდა რუსეთის მიმართ შეუდარებლად უფრო მძაფრი კრიტიკით, ვიდრე პრეზიდენტ ზელენსკის გამოსვლაშიც კი! მაგრამ მეორე დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრს გაუგონარი შეურაცხყოფა მიაყენეს – ის მიიწვიეს სამხედრო აღლუმზე უკრაინას დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, სადაც რეფორმების საკითხებში პრეზიდენტ ზელენსკის მოადგილე – საქართველოს სასამართლოს მიერ გასამართლებული და საქართველოს პროკურატურის მიერ ძებნილი, საქართველოსა და კაცობრიობის წინააღმდეგ მრავალ მძიმე დანაშაულში ბრალდებული სააკაშვილი იმყოფებოდა, რომელიც ყოველდღიურად შეურაცხყოფდა საქართველოს ხელისუფლებას და პუტინის მონებს ეძახის! რა თქმა უნდა, ღარიბაშვილი მაშინვე მობრუნდა და გაეშურა აეროპორტისკენ (აღლუმზე სააკაშვილი ყურადღების ცენტრში იყო, ტრიბუნებს შორის დარბოდა, მერე კი ბართლომესთან ჩახუტებულმა გადაიღო სურათები და დითირამბებიც უმღერა).
საქართველო ყოველთვის მხარს უჭერდა უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, ხოლო 24 თებერვალს, ომის დაწყების შემდეგ, საქართველომ ხელი მოაწერა ყველა ანტირუსულ პეტიციას ყველა საერთაშორისო ორგანიზაციაში – ეუთოში, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში, ევროკავშირში, გაეროში. საქართველომ პირველი და მეორე „ATO“-ს დროიდან გაგზავნა და უგზავნის უკრაინას ასობით ტონა დახმარებას, ექიმებს, მედიკამენტებს, სურსათ-სანოვაგეს, დაჭრილი უკრაინელი ჯარისკაცები მკურნალობდნენ და რეაბილიტაციას გადიოდნენ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალებსა და სარეაბილიტაციო ცენტრებში. და ეს ყველაფერი – უსასყიდლოდ, ძმურად! პასუხად კი ოფიციალურმა კიევმა და პრეზიდენტმა ზელენსკიმ საქართველო „ამხილეს“ „კონტრაბანდაში“ და უწოდეს „ამორალური, რომელიც სიტყვას არ ასრულებს“, გაიწვიეს უკრაინის ელჩი საქართველოდან – იმიტომ, რომ საქართველო არ შეუერთდა რუსეთისთვის გამოცხადებულ ეკონომიკურ ბლოკადას და არ გაუგზავნა უკრაინას შეიარაღება და ქართული რეგულარული არმია!ყოველდღე კრიმინალები – სააკაშვილის ყოფილი ჩინოვნიკები, ძირითადად, უმაღლესი დონის ძალოვნები და პარლამენტარები – სტუმრობენ კიევს, ხვდებიან ზელენსკის ადმინისტრაციას, სიტყვით გამოდიან რადაში, უკრაინის ტელევიზიით, სადაც მოუწოდებენ მსოფლიოს დასაჯოს საქართველო! მაშ სად არიან ამის მერე “უზნეო მოღალატეები” – კიევში, თუ თბილისში?!
ბევრი ქართველი ლტოლვილი აფხაზეთიდან და ცხინვალიდან დღემდე ცხოვრობს ჯურღმულებში – მიტოვებულ ავარიულ შენობებში, ანტისანიტარიულ პირობებში, წყლისა და კანალიზაციის, ელექტროენერგიის და გაზის გარეშე, ან წეროვანში ფანერის ქოხმახებში, რადგან სააკაშვილმა მოიპარა ასობით მილიონი ევრო ევროკავშირის დახმარება, რომლითაც ლტოლვილებისთვის წესიერი სახლები უნდა აშენებულიყო! უკრაინელები კი დღეს თბილისსა და ბათუმში კომფორტულ კერძო სასტუმროებში ცხოვრობენ, რაშიც ფულს ქართული სახელმწიფო იხდის – ანუ ქართველი გადასახადის გადამხდელი, ქართველი ხალხი, რომელიც თავად გაჭირვებულია და ვერ ყიდულობს საკვებსა და წამლებს! სამაგიეროდ, უკრაინელ ლტოლვილებს უფასოდ კვებავენ, აძლევენ ვაუჩერებს წამლების უფასოდ მისაღებად ნებისმიერ აფთიაქში! საქართველოში რუსული სკოლები და საუნივერსიტეტო ფაკულტეტები, თბილისის ერთადერთი საბავშვო ბაღიც კი დიდი ხანია დაკეტილია – უკრაინელებისთვის კი უნივერსიტეტებში მყისიერად გაიხსნა უკრაინული განყოფილებები, ადგილები გამიოყო სკოლის კლასებში და საბავშვო ბაღებში!
უკრაინამ სააკაშვილის გუნდიდან თითქმის ყველა ექს-მაღალჩინოსანი დამნაშავე მიიწვია კიევში, დაასახლა და დაასაქმა, უკრაინის მთავრობაში უმაღლესი თანამდებობებით უზრუნველყო! ფილარეტმა გულთბილად მიიღო და აკურთხა ქართველი კრიმინალები და მამლუქები, დააჯილდოვა ორდენებით დონბასის მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ფართომასშტაბიან სადამსჯელო ოპერაციაში მონაწილეობისთვის! ერთი მითხარით, რა რეაქცია ექნებოდა კიევს, თბილისში რომ შეეფარებინათ და გულში ჩაესვათ იანუკოვიჩი ან აზაროვი, რომლებიც, სხვათა შორის, სააკაშვილისა და მისი მემამულეებისგან განსხვავებით, არ აწამებდნენ და არ კლავდნენ თანამოქალაქეებს?!
„გახსეით მეორე ფრონტი რუსეთის წინააღმდეგ საქართველოში, შეუტიეთ აფხაზეთში რუსულ სამხედრო ბაზას!” – როგორ შეიძლება მეგობარმა ასეთი პროვოკაციის განხორციელება ლამის გაიძულოს, მით უმეტეს, როცა საქართველომ უკვე დაკარგა ტერიტორიების 20 პროცენტი?! სამაჩაბლო, აფხაზეთი, სამხრეთ ოსეთი, ერაყი, ავღანეთი და თუნდაც ქართველების “თბილისის ომი” – კუბოების გარდა რა მიიღო საქართველომ ამ ომებიდან?! ხოლო რუსეთში მილიონიანი ქართული დიასპორა მაშინვე ხდება მძევალი, თუ თბილისი სანქციებს გამოაცხადებს და უპასუხისმგებლო პოლიტიკას განახორციელებს! ვინმეს უფიქრია ამაზე?!
თუმცა, უკრაინა სააკაშვილის მხარდამჭერებისგანაც კი არ იმსახურებს მადლიერებას – გაიხსენეთ, როგორ მოექცა კიევის ხელისუფლება საქართველოს ექს-პრეზიდენტს და “ქართული ლეგიონის” ბოევიკებს, დონბასში მისთვის სისხლით რომ დაღვარეს – სააკაშვილი თმით ათრიეს და უკრაინიდან გამოაგდეს, ჩამოართვეს მოქალაქეობა, ხოლო „ქართული ლეგიონი დაშალეს და გამოაძევეს, მოქალაქეობის მინიჭების გარეშე! ზოგი მათგანი ახლა ფულის გამო ესვრის რუსებს, უკრაინელებს, ბელორუსებს, ჩეჩნებს, მაგრამ როცა უკრაინაში ნეოფაშისტების ლიკვიდაცია მოხდება, განა მათ არ ჰკითხავენ – ძვირფასო ქართველებო, რატომ გვესროდით? ორი სლავი ხალხი ურთიერთობებს არჩევდა და თქვენ სად ეტენებოდით, ბიჭებო?! რას ვუპასუხებთ უკრაინელებს, ბელორუსებს, ჩვენს მეზობელ რუს ჩეჩნებს?! ნებისმიერი საქართველოს მოქალაქე, „მოქალაქეობის შესახებ“ ორგანული კანონის მიხედვით, ავტომატურად კარგავს მოქალაქეობას, თუ საქართველოს კომპეტენტური ორგანოების ნებართვის გარეშე იბრძვის სხვა ქვეყნის შეიარაღებულ ძალებში ან მსახურობს სპეცსამსახურებში და უნდა იქნას დაკავებული საქართველოში შემოსვლის მცდელობისას. დიდი იმედი მაქვს, რომ პრემიერი ღარიბაშვილი ქართველ მესაზღვრეებს კანონის შესრულებას უბრძანებს!
და ბოლოს: აშშ-ის ელჩი საქართველოში დეგნანი და ევროკავშირის ელჩი ჰარცელი, ვერმახტის გენერალი შოლცის შვილიშვილი და საქართველოს (პ)რეზიდენტი ზურაბიშვილი, ეს დაბადებიდან საცოდავი ხალხია. სალომე, ტვინის ნაცვლად ჩალით თავში, უკვე იქამდეც მივიდა, რომ შეურაცხყოფს არა მარტო რუსეთს, რუსებსა და მათ პრეზიდენტს, არამედ რუსულ მართლმადიდებელ ეკლესიას და მის წინამძღოლს, აგრეთვე გამოდის ილია მეორის, უწმინდესის გადაწყვეტილების წინააღმდეგ, ერევა ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის მოღვაწეობაში კონკორდატის მიუხედავად! მაგრამ ქართველები არასოდეს აპატიებენ კიევს ზეწოლას, რომელიც განახორციელდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეზე, რათა მან აღიაროს სტამბოლელი ბართლომეს ტომოსი „ახალი უკრაინული ეკლესიისთვის”! საქართველოს წმინდა სინოდი, გარდა ზოგიერთი მოღალატე პოლიტ-მიტროპოლიტისა, პატრიარქის გვერდით დადგა და არ სცნო სქიზმატური ცრუ ეკლესიის ავტოკეფალია!
2022 წლის 4 აპრილი

წყარო:http://saqinform.ge/