კულტურის სამინისტროში კულტურის კოდექსის პროექტის შემუშავებაზე მუშაობა მიმდინარეობს. სამუშაო შეხვედრაზე თეატრებთან დაკავშირებული საკანონმდებლო ბაზის დახვეწაზე იმსჯელეს.
შედგა შეთანხმება, რომ სამუშაო ჯგუფს ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი უხელმძღვანელებს. ჯგუფი ერთი თვის ვადაში სამინისტროს წარუდგენს თეატრის წინაშე მდგარი პრობლემების ნუსხას.
“ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ახალმა ცვლილებებმა დაარეგულიროს არა მხოლოდ სახელმწიფო თეატრების საქმიანობა, არამედ უფრო მეტად იყოს საკანონმდებლო ბაზა ხელშემწყობი კერძო თეატრებისთვის და ასევე თეატრებისთვის, რომლებიც არიან კულტურის სახლებში განთავსებული და ჩვენ ვიცნობთ თითოეულ მათგანს სახალხო თეატრის სახელით,” – განაცხადა კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა.
“რუსთავი2”