“რუსეთი უკრაინას ( ხმამაღლა) 2007 წლიდან სთხოვს იყოს ნეიტრალური, არ მიუბჯინოს ნატო საზღვარზე”

რუსეთი უკრაინას ( ხმამაღლა) 2007 წლიდან სთხოვს იყოს ნეიტრალური.
არ მიუბჯინოს ნატო საზღვარზე.
ნატო, რომელიც ამერიკის ინსტრუმენტია ( თავად ამერიკა კი ბრიტანეთის, ჩემი აზრით)
უკრაინის ნეიტრალიტეტი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია რუსეთისთვის, რადგან 2007 წელს ნატომ უარი უთხრა რუსეთს მის რიგებში გაწევრიანებაზე და მანდ უკვე აშკარა გახდა რომ ნატოს უნდა რუსეთი მსუყე ლუკმად და არა მეგობრად.

 

 

ისე კი, ნატო 1949 წელს შეიქმნა საბჭოთა კავშირის საპირწონედ,
ე.წ. ძალთა ბალანსისთვის, მაგრამ არ დაშლილა როდესაც საბჭოთა კავშირი დაიშალა, არადა საბჭოთა კავშირის დაშლის ერთ-ერთი პირობა სწორედ ეგ იყო.
იმ დროისთვის ნატოში
უკვე 16 სახელმწიფო იყო,
საბჭოთა კავშირში 15.
არ დაიშალა ნატო, მაგრამ დადო არგაფართოვების პირობა, რომელიც დაარღვია და დღეს ოფიციალურად უკვე 30 წევრი ჰყავს და უამრავ, არაწევრ ქვეყნის ტერიტორიაზე პარპაშებს როგორც უნდა ისე!
ამავდროულად, მაგ დროს უკრაინა განაიარაღეს ბირთვული იარაღისგან და დაუდგნენ უსაფრთხოებაში თავდებად და გაცხადდა, რომ იქნებოდა ნეიტრალური და ა.შ.
ამიტომ ითხოვს რუსეთი 1997 წლის მოლაპარაკების მდგომარეობაზე დაბრუნებას. ხელი აქვთ მოწერილი მხარეებს, კი არ დასიზმრებია.
ამის მაგივრად, უკრაინა მთლიანად გადავიდა ამერიკა-ნატოს ხელში, განთავსდა მის ტერიტორიაზე ლუგარის მსგავსი ათობით ლაბორატორია და ასევე უკვე ოფიციალურად მოითხოვა ზელენსკიმ ატომური იარაღის ქონა, იმ ფონზე, რომ იდეოლოგიურად ქვეყანა ნაციზმის რელსებზე გადავიდა ოფიციალურად 2014 წლიდან..
კიდევ ბევრი სხვა ქვედინებებია და თუ ამ საკითს ღრმად არ განვიხილავთ, ვერც ვერაფერს გავიგებთ და ჩვენც ისევე გამოგვიყენებენ, ამჟამინდელი “სტრატეგიული მეგობრები”, როგორც ეხლა გაუკეთეს უკრაინას!
აფხაზეთი- სამაჩაბლო- 2008 წელი იყო დღევანდელი უკრაინის რეპეტიცია..
აქ რატომ არ იყო დღევანდელი უკრაინის მასშტაბში? მარტივია, არ აწყობს აშშს ტერიტორიულად და დემოგრაფიულად ))))

მაია დვალიძე; სოციალური ქსელი