გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებით, 12-13 აპრილს საქართველოში ამინდის მნიშვნელოვანი გაუარესებაა მოსალოდნელი.
კერძოდ, „მოსალოდნელია ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება, ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი დაცემა, ნალექი, მთაში თოვლის სახით, ზოგან ძლიერი, მაღალმთაში შესაძლებელია ქარბუქი და ნისლი, ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი, დროგამოშვებით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძალიან ძლიერი ქარი“, – აცხადებს გარემოს ეროვნული სააგენტო.
უწყების თანახმად, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო მთიან ზონებში ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.
“ნეტგაზეთი”