სანდრო მამუკელაშვილმა NBA-ში ზაზა ფაჩულიას რეკორდი გააუმჯობესა?

სანდრო მამუკელაშვილმა NBA-ში ქართული რეკორდი გააუმჯობესა. „კლივლენდთან“ მატჩში „მილუოკი ბაქსის“ ქართველმა ფორვარდმა 28 ქულა მოაგროვა, რითაც ზაზა ფაჩულიას რეკორდი მოხსნა.

შეხვედრა „კლივლენდის“ გამარჯვებით, 133:115 დასრულდა. სარეკორდო 28 ქულასთან ერთად მამუკელაშვილს 13 მოხსნა, 4 პასი და 1 ჩაჭრა ჰქონდა. მან ბურთი ორჯერ დაკარგა და ამდენჯერვე დაჯარიმდა. მამუკელაშვილმა 13-დან 8 ორქულიანი, 5-დან 2 სამიანი და 6-დან 6 საჯარიმო ჩააგდო. ქართველი ფორვარდი მილუოკელთაგან საუკეთესო იყო.

საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ინფორმაციითმამუკელაშვილს წინა საუკეთესო შედეგი – 17 ქულა, სწორედ „კლივლენდთან” ჰქონდა მოგროვებული. ეს გასული წლის 19 დეკემბერს მოხდა.

„მილუოკი“ პლეი ოფის პირველ წრეში „ჩიკაგოს“ ხვდება, რომელსაც მიმდინარე სეზონში 4-ივე შეხვედრა მოუგო.

2007 წლის მარტში ზაზა ფაჩულია NBA-ში ყველაზე შედეგიანი ქართველი კალათბურთელი გახდა – მან „ვაშინგტონთან“ მატჩში 27 ქულა დააგროვა.

 

“იმედინიუსი”