საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ მისი სატელეფონო საუბრები რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან არ იყო ადვილი მომენტები.
„მაღონებს მასთან საუბარი, არ არის სასიამოვნო, მაგრამ რა ვქნათ? ცეცხლის შეწყვეტა უნდა მოვამზადოთ“, – აღნიშნა ემანუელ მაკრონმა.
ემანუელ მაკრონი ასევე განმარტავს, რომ რუსეთის პრეზიდენტთან სატელეფონო საუბრებს კიევთან კოორდინაციით აორგანიზებს.
„ყოველთვის, როდესაც ამას ვაკეთებ, პრეზიდენტ ზელენსკის ვეკითხები. ყოველ ჯერზე უკრაინის პრეზიდენტი მეუბნებოდა: „ჩემთვის მნიშვნელოვანია პუტინთან საუბარი. გააკეთე ეს იმიტომ, რომ მე არ შემიძლია მასთან საუბარი“, – აღნიშნა ემანუელ მაკრონმა.