დაგვემატა 15 ახალი დადასტურებული შემთხვევა. გუშინ იყო 864 დადასტურებული შემთხვევა, დაგვემატა 15 და გახდა – 879, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, გამოჯანმრთელებული მხოლოდ 1 პაციენტია და გუშინ იყო 703, ხოლო დღეს 704 პირია გამოჯანმრთელებული.
„ამ ეტაპზე ამ მონაცემების შეჯერებით კოვიდ ცენტრებში 161 პაციენტი მკურნალობს“ – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
საქართველოში კორონავირუსით კიდევ 15 ადამიანი დაინფიცირდა, 1 კი გამოჯანმრთელდა.
საერთო ჯამში ქვეყანაში კორონავირუსი 879 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 704 უკვე გამოჯანმრთელდა, 14 ადამიანი კი გარდაიცვალა.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი – საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.
“იმედინიუსი”