დიანა ტრაპაიძემ TV პირველი დატოვა

“დღეიდან „დღის ამბებს“ აღარ წავიყვან, მივდივარ ტელევიზიიდან”, – ამის შესახებ ჟურნალისტი, დიანა ტრაპაიძე სოციალურ ქსელში წერს.

“დღეიდან „დღის ამბებს“ აღარ წავიყვან, მივდივარ ტელევიზიიდან, მაგრამ სულ ვიქნები TV პირველის გულშემატკივარი. იქ ჩემი ძალიან კარგი მეგობრები მუშაობენ და წარმატებები მათ.

განსაკუთრებული მადლობა ვატოს, ინგას, ჟიჟის, ვახოს, ნანას. მათთან და სხვებთან ერთად მეც ვაკეთებდი არც თუ ურიგო ტელევიზიას და იქ პროფესიული ცხოვრების, ალბათ, საუკეთესო 4 წელი გავატარე.

ყველაფერს აქვს დასაწყისი და დასასრული. ჩავთვალე რომ ახლა დასრულების დროა.

პ.ს. არ გადავდივარ არსად. ცოტას დავისვენებ და მერე დავიწყებ თავიდან”. – წერს დიანა ტრაპაიძე.