ყველას გვახსოვს, თუ რა მეთოდებს მიმართავდა სააკაშვილის “ბოზბანდა” აგვისტოს ომის წინ, ომის დროს და მის შემდეგ, რათა ჯერ ომის დაწყება გაემართლებინა, შემდეგ ომის მსვლელობისას, ხალხის დეზინფორმირება მოეხდინა და, საბოლოოდ, წაგებული ომი მოგებულად გამოეცხადებინა.
გარკვეული განსხვავებებით, ბუნებრივია, მასშტაბებს შორის სხვაობის გათვალისწინებითაც, დღევანდელ უკრაინაშიც თითქმის იგივე ხდება. უკრაინის შეიარაღებული ძალები კრახთან ახლოს დგანან – ყველაზე უფრო ბრძოლისუნარიანი ჯარები დონბასში არიან გამაგრებულები, თუმცა მათი პოზიციები დღითი-დღე ირყევა. მარიუპოლის მაგალითი აჩვენებს, რომ როდესაც უკრაინის შეიარაღებულ ძალებზე ფაშისტური პოლიტმუშაკების წნეხი კლებულობს, ისინი, როგორც წესი, გაურბიან რუსებთან ბრძოლას და იარაღს ყრიან. მარიუპოლში ამ დღეებში სწორედ ეს მოხდა – “აზოვის” ცუდი რეპუტაციის მქონე, ფაშისტური ბატალიონის კოორდინაციის დარღვევის შემდეგ, 1009 კაცი, უკრაინის საზღვაო ქვეითთა 36-ე ბრიგადიდან, მაშინვე ჩაბარდა რუსეთისა და დონეცკის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებს. პროცესი გრძელდება, წინააღმდეგობას ახლა დაახლოებით 2 ათასზე ცოტა მეტი შეიარაღებული პირი უწევს რუსებს. ყველა უკრაინელი “აზოვსტალის” ქარხნის ჯურღმულებშია ჩამალული. სავარაუდოდ, მათგან უმეტესობას არც უნდა ბრძოლის გაგრძელება, რადგან მათში არაერთი დაჭრილია, შესაძლოა, იქვე გვამებიც ყრია, რაც ყველაზე დიდი პრობლემა იქნება მათი გახრწნის დაწყების შემდეგ… თუმცა “აზოველებს” ძალზე ეშინიათ ტყვედ ჩავარდნის. მათ იციან, რომ დონეცკელები და ლუგანსკელები გამწარებულები არიან, 8 წლის მანძილზე მათი მშობლიური ქალაქები იბომბებოდა ფაშისტი იდეოლოგების მითითებების შესაბამისად, რომლებიც სამოქალაქო მოსახლეობას არ ინდობდნენ. ამიტომ, “აზოველებს” დასაკარგი არაფერი აქვთ და გარდაუვალ სიკვდილში დანარჩენ უკრაინელ ჯარისკაცებსაც ითრევენ.
საომარი პროცესის უკრაინისთვის კრახით დასრულების შემდეგ, მოსალოდნელია კიდევ ახალი პიარ-აქციები ზელენსკის შტაბის მხრიდან. ეს არ იქნება უწყინარი აქციები, შესაძლოა, ჯერ თავად შექმნან ფაქტები, რათა შემდეგ, ამ ფაქტების გამოყენებით, ისპეკულირონ რუსეთის წინაამდეგ.
თუმცა კრახის დადგომამდე, მიმდინარე წარუმატებლობებსაც პიარით “უმკლავდება” კიევში მყოფი ჯამბაზი. ზელენსკიმ გადაწყვიტა – უფრო სწორად, ჯამბაზი ზელენსკის მმართველებმა გადაწყვიტეს, გადაფარულ იქნას მარიუპოლის ფაქტობრივი დაცემის ეფექტი და მაშინვე ვიქტორ მედვედჩუკი გამოაჩინეს. საუბარია უკრაინელ ბიზნესმენსა და პოლიტიკოსზე, რომელსაც რუსეთის პრეზიდენტთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა და უკრაინის რუსეთთან დაახლოებისთვის (ანუ მშვიდობისთვის) იღვწოდა. მედვედჩუკი უკრაინელმა სპეცსამსახურებმა სასაცილოდ წარმოაჩინეს – მას ჩააცვეს რამდენიმე ზომით დიდი სამხედრო ტანსაცმელი და გამოაცხადეს, რომ იგი თითქოს ახლა დაიჭირეს, ქვეყნის დატოვების მცდელობისას. ამ ვერსიის, რა თქმა უნდა, არავის სჯერა – მედვედჩუკი დიდი ხანია, დაპატიმრებული ჰყავდათ კიევის რეჟიმის ძალოვნებს, მაგრამ იგი ახლა გამოაჩინეს, მარიუპოლში მიღებული მარცხის საინფორმაციო ეფექტის გადასაფარად.
როდესაც მარტის ბოლოს, ინტერნეტში, ნაწამები რუსი ტყვეების კადრები გავრცელდა, მათი უკრაინელი მწამებლების მიერვე გადაღებული, მალევე “გაჩნდა” ბუჩის ტრაგედია – ქუჩებზე აქეთ-იქით დაწყობილი გვამებით. დასავლეთი აყვირდა და აჩხავლდა, რუსები თურმე ბავშვებს “აუპატიურებდნენ”, გამვლელ-გამოვლელებს კი ესროდნენ და ხოცავდნენ. გაუგებარია, რატომ უნდა ექნათ ეს რუსებს, თანაც მაინცადამაინც, ბუჩაში; რამე განსაკუთრებული ხალხია ამ სოფლის ტიპის ქალაქში? რაიმე მაგნიტური ანომალია ან მსგავსი მოვლენა არის იქ? ყოველ შემთხვევაში, საყვირლად ყოფნით. ჯამბაზი ზელენსკი იმაზე განაწყენდა და გერმანელ ჟურნალისტს მოუყვა, ევროკავშირის ერთ-ერთმა პოლიტიკოსმა, ბუჩაში რომ ჩამოვიდა, მკითხა, სად არის იმის მტკიცებულებები, რომ აქ დატრიალებული ამბები ნამდვილად მოხდა და დანაშაული რუსებმა ჩაიდინესო… სავარაუდოდ, საუბარი უნგრეთის პრინციპულ პრემიერმინისტრზე, ვიქტორ ორბანზეა, რომელიც თავისი ქვეყნის ინტერესებს იცავს და არ არის აყოლილი ხელოვნურ პროუკრაინულ და ანტირუსულ ისტერიას, დასავლეთის მიერ დანერგილს (მათ შორის, საქართველოსთვის თავსმოხვეულს). მე კი ვიტყვი – ზელენსკის ეს შეკითხვა ყველა ნორმალურმა ადამიანმა, პირველ რიგში, თავად უკრაინელებმა უნდა დაუსვან!
ბუჩაზე კიდევ უფრო ნაკლებ დამაჯერებელი აღმოჩნდა რუსების მიერ კრამატორსკის რკინიგზის სადგურზე მყოფი მშვიდობიანი ადამიანების განადგურება კასეტური ბომბით. მართალია, თავიდან ყველაფერი ტრადიციულად რუსულ მხარეს დაბრალდა და ბუჩის მსგავსი ისტერია ატყდა, მაგრამ მოგვიანებით, თავად რაკეტის (“ტოჩკა-უ”) კორპუსზე აღმოჩენილი სერიული ნომრის საფუძველზე ეჭი თავად უკრაინის შეიარაღებულ ძალებზე გაჩნდა. სკანდალი ცოტა მიჩუმათდა, ბი-ბი-სი კი უკვე ნეიტრალურ პოზიციაზეა – ბრიტანული გამოცემა დღეს უკვე წერს, რომ “ტოჩკა უ” ორივე მხარის, როგორც რუსულის, ისე უკრაინული ჯარების არსენალშია.
იკვეთება ორი მიმართულება კიევის რეჟიმის პიარისა – ერთია რუსების დაშინება-დამცირების მცდელობა (ტყვეებისადმი არაადამიანური მოპყრობა, მათი აბუჩად აგდება, მედვედჩუკის დაპატიმრება და მისდამი ცინიკური მოპყრობა და სხვ.), მეორე კი – დასავლეთისთვის თავის შეცოდება, თავის მსხვერპლად წარმოჩენა, რუსულ “სიმხეცეებზე” ყურადღების გადატანა. ამ საინფორმაციო ორომტრიალში კი, საკუთარ მოსახლეობას უნდა დაავიწყდეს მარიუპოლი, ხერსონი და ყველაფერი დანარჩენი, რასაც უკრაინა გარდაუვლად კარგავს – როგორც ჩანს, სამუდამოდ.
ტარას ბულბულაშვილი