“ჭეშმარიტება, სამშობლოს მოჩვენებით ინტერესებზე მაღლა დგას”- მერაბ მამარდაშვილი ანუ ვინ/რა უფრო მტერია?!
ამ ბოლო დროს, ღია და დაუფარავი დასავლეთის აგენტებისგან, ხშირად გვესმის შემდეგი სახის დამუნათებები:
“მხოლოდ დასავლეთის ქოლგის ქვეშ შეგვიძლია გადაურჩეთ რუსეთს ფიზიკური განადგურებისგან”,
“მხოლოდ ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანება გადაგავრაჩენს რუსეთის აგრესიისგან”,
“რუსეთია სწორედ მტერი, რომელიც ყოველდღიურად განადგურებს, აბა ამერიკას ხომ არ მოუხდენია აფხაზეთის და სამაჩაბლოს ოკუპაცია?!” და ა.შ.
არადა, ასევე ხშირად გვესმის ხოლმე მთგან ფრაზები, რომ “კაცობრიობა განვითარდა”, რომ გარეთ 21-ე საუკუნეა”..
ნუ, იმედი მაქვს, “კაცობრიობის განვითარებაში”, მარტო ინტერნეტის გამოგონებას არ გულისხმებონ და რომ კაცობრიობის განვითარება, ძირითადში უნდა გულისხმობდეს მის მენტალურ და ინტელექტუალურ განვითარებას.
და თუ ეს ასეა, მაშინ, ტერმინ-“მტრის” განმარტება, მხოლოდ მისი ფიზიკური გაგებით- არ იქნება სწორი.
მოაზროვნე ადამიანისთვის, ფიზიკურ მტერზე საშიში, ფსიქოლოგოური მტერი უნდა იყოს.. რადგან ფიზიკური ტკივილი, ფსიქოლოგიურ, განგრძობად ტკვილთან შედარებით- არაფერია..
მოაზროვნე, გონიერი ადამიანის ფიზიკური განადგურება, მის მორალურ, სულიერ და მენტალურ განადგურებასთან – ახლოსაც ვერ მივა. (ვსაუბრობ გონიერ მოაზროვნე ადამიანზე და არა ცრუ იდეოლოგიური კლიშეებით გამოთაყვანებულ “აბსოლუტურ იდიოტზე”.)
და ვინ გვანადგურებს
მორალურად?!
სულიერად?! და
ინტელექტუალურად/მენტალურად?!
ჩემი პასუხია – კოლექტიური დ ა ს ა ვ ლ ე თ ი!
მორალური განადგურებაა, როცა 3000 წლოვანი, უწყვეტი სახელმწიფოებრივი ისტორიის მქონე ქვეყანას, შენი კულტურისთვის, ზნეობისთვის, ერის ცნობიერებისთვის, ისტორიისთვის, ტრადიციისთვის, რელიგიისთვის მიუღებელი მარშების ჩატარებას გაიძულებენ..
სულიერი განადგურებაა, როცა რელიგიას, რომელმაც ძირითადში განსაზღვრა შენი თვითმყოფადობა, შენი სახელმწიფოებრიობა და შენი კულტურა- შენვე გალანძღინებენ..(მნიშვნელობა არა აქვს, ღრმა მორწმუნე ხარ თუ არა) როცა მხცოვან პატრიარქს, უშვერი სიტყვებით მოიხსენიებენ და შენ ამაზე რეაქცია არა გაქვს, რადგან “კანონმორჩილი ადამიანი” ხარ და ევროპა/აშშ-მა გითხრა, რომ “ეს გამოხატვის თავისუფლების ჩარჩოში ჯდება”.
ინტელექტუალური განადგურებაა, როცა იდეოლოგოურმა ზეწოლამ იმდენად გამოგათაყვანა, რომ აბსოლუტურ მითს გაჯერებს და შენც უსიტყვოდ ეთანხმები (შემთხვევა კუნძულ “ზმეინიზე” – როცა, არარსებული სიმამაცე, აბსოლუტურ მამაცობად წარმოაჩინეს. მიუხედავად იმისა, რომ უკვე იციან ზუსტად რა მოხდა, მაინც იმ სამ სიტყვას იმეორებენ, რაც გონებაშეზღუდულობის და ინტელექტუალური დეგრადაციის უტყუარი მაჩვენებელია)
აქედან გამომდინარე, ჩემთვის პირადად, ის ვინც
მორალურად,
სულიერად და
მენტალურად განადგურებს, გაცილებით უფრო საშიში მტერია, ვიდრე ის, ვინც ამას ფიზიკურად აკეთებს.
რადგან, ნებისმიერი გონიერი ქართველისთვის, საქართველო- მორალური, სულიერი და მენტალური მდგომარეობაა და არა ის ფიზიკური და გეოგრაფიული ტერიტორია, სადაც ვცხოვრობთ.
ინტელექტი და გონიერება კი, მხოლოდ მეტაფიზიკურ, მიღმიერ და ირელაურ განზომილებაშია და არა, ფიზიკურ, ხელშესახებ, მატერიალურ და წარმავალ არსებობაში.
ჩვენ თუ დავკარგავთ ამ სულიერ და მენტალურ მდგომარეობას, ჩვენს ფიზიკურ არსებობას, არანაირი მნიშვნელობა არა აქვს. სწორედ ამას ვერ იგებენ და ეს არ ესმით, ქართველ ლიბერალებს…
რევაზ კილასონია; საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი