ნათია კუკულაძემ, ვებსტერის უნივერსიტეტის ორგანიზებით, მასტერკლასი ჩაატარა

კომუნიკაციების კომისიის წევრმა ნათია კუკულაძემ ვებსტერის უნივერსიტეტის პროფესორ ტომას კლეინერთან ერთად, ვებსტერის უნივერსიტეტის საქართველოს კამპუსში მედია კომუნიკაციების თემაზე მასტერკლასი ჩაატარა.

კომუნიკაციების კომისიის პრესსამსახურის ინფორმაციით, სასწავლო სემინარის ფარგლებში, ნათია კუკულაძემ სტრატეგიული კომუნიკაციებისა და მედიაწიგნიერების მნიშვენლობაზე ისაუბრა. განიხილა მაგალითები, თუ რატომ უნდა შექმნან და დანერგონ stratcomm-ის სისტემები ორგანიზაციებმა. სპიკერმა კრიზისული კომუნიკაციის დროს სტრატეგიული კომუნიკაციების მნიშვნელოვან როლზე გაამახვილა ყურადღება. მასტერკლასის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო ასევე დეზინფორმაცია და ყალბი ინფორმაცია.

ნათია კუკულაძემ დეზინფორმაციასთან ბრძოლის მექანიზმებსა და ყალბი ინფორმაციის აღმოჩენის გზებზე ისაუბრა და სტუდენტებს მედიაწიგნიერების უნარ-ჩვევების განვითარების საჭიროებების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

ნათია კუკულაძესთან ერთად მასტერკლასს ვებსტერის უნივერსიტეტის პროფესორი და TEK international – ის დამფუძნებელი და პრეზიდენტი ტომას კლეინერი უძღვებოდა. კლეინერმა ტრენინგის ფარგლებში სტუდენტებთან ინდივიდებს, გაერთიანებებსა და ერებს შორის საუბრისა და აზრის გაცვლის თავისუფლების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

 

“იმედინიუსი”