სოციალურ ქსელში ვრცელდება ადვოკატ პაატა შავაძის ვიდეო, რომლითაც ის ექიმებს მიმართავს:
“რა დღეში გაქვთ საავადმყოფოები, სად ქეიფობთ, სად აწყობთ წვეულებებს ექიმები, ყველაფერი ვიცი, გადავიღებ და ვანახებ მოსახლეობას.
მსოფლიოში ესე ხდება თურმე, მე ვერ დამადგება ვერც ერთი მასონი და ვერ დამჩიპავს, ქართველი ვარ.
ჯერ თქვენ გაიკეთეთ, თქვენ მშობლებს გაუკეთეთ და 360 დღის მერე თუ რომელიმე თქვენი მშობელი ცოცხალი გადარჩება – მერე დავფიქრდებით…
თავი დაგვანებეთ, ნუ კლავთ და ნუ სპობთ ადამიანებს… მაიმუნობები და დათრგუნვები… შემოდგომაზე მეორე ტალღა მოდის, აბა, მესამე ტალღა მოდის, ქალაქები უნდა ჩავკეტოთ, დაკეტილები არა ვართ? დედა უტირეთ ქვეყანას, თეთრი შემოსავალი არა გვაქვს. დედა გიტირებთ სუ ყველას…” აცხადებსს შავაძე.