გუშინ ისლანდიამ რიგ ქვეყნებთან საჰაერო შეტყობინენა აღადგინა. კეფლავიკის აეროპორტში ტურისტების პირველ ნაკადს PCR ტესტირება ჩაუტარეს და რუმინეთის ორი მოქალაქის ანალიზმა დადებითი შედეგი უჩვენა.
ვიზიტორები სასწრაფო წესით კარანტინში გადაიყვანეს. მათთან ერთად იზოლირება გაუკეთეს 14 ისლანდიელ საემიგრაციო ოფიცერს, ვისაც უშუალო შეხება გააჩნდა აღნიშნულ რეისთან.
ცნობისათვის: ისლანდიაში ჩასული ვიზიტორი ვალდებულია 100 ევრო გადაიხადოს PCR ტესტში. წყარო: ისლანდიური სააგენტო MBL