საქართველოში კორონავირუსის 222 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 346 პაციენტი.
საქართველოში კორონავირუსის 222 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
ქვეყანაში ბოლო 24 საათში 346 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა ერთი პაციენტი.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 22703 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 20791, „პისიარ“-ტესტით – 1912.
ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 0,98%, ბოლო 14 დღის – 1,5%, ბოლო 7 დღის – 1,25%.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 1 652 929 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 1 633 684 გამოჯანმრთელდა, 16789 კი, გარდაიცვალა.
სულ ჩატარდა 2872301 აცრა, დღიურად აცრილია 1004.
ამასთან, 15 აპრილის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 235 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 496 პაციენტი, გარდაიცვალა ხუთი ადამიანი.
წყარო: ptn.ge