ვრცელდება ბრძოლის კადრები მარიუპოლიდან (იხ. ქვემოთ), როდესაც უკრაინის 36-ე საგვარდიო საზღაო ქვეითთა ბრიგადა ქალაქიდან გარღვევას ცდილობდა. ასევე გავრცელდა ცნობა, რომ 11-12 აპრილს გამართულ ამ ბრძოლაში, განადგურებულ იქნა ვოლოდიმირ ბარანიუკი – ბრიგადის მეთაური. ბარანიუკს პრეზიდენტმა ზელენსკიმ მარიუპოლში ბრძოლების წარმოებისათვის “უკრაინის გმირის” წოდება მიანიჭა. კადრებში ჩანს მისი პირადი ცეცხლსასროლი იარაღი, რომელიც ცეცხლის ალშია გახვეული. ქვემოთ ნაჩვენები ვიდეო ასახავს ღამეულ ბრძოლას “ილიჩის” ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე, რომლის დაფიქსირება ღამის სპეციალური ოპტიკური საშუალებებით გახდა შესაძლებელი. ოპერაცია დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ლაშქარმა განახორციელა.
შეგახსენებთ, რომ ამ დღეებში, მარიუპოლში იარაღი დაყარა 1350-მდე უკრაინელმა საზღვაო ქვეითმა. ტყვედ ჩაბარდა 2 ბრიტანელი დაქირავებული მებრძოლი. დაიღუპა 2 ამერიკელი სპეცაგენტი. რუსული მხარე “აზოვსტალის” ბუნკერებში კიდევ არაერთ უცხოელ მაღალი რანგის ოფიცერს ვარაუდობს. “აზოვსტალის” ნეიტრალიზაციის ოპერაცია გრძელდება.