ბოლო წლებში, გიორგი მარგველაშვილის ნაბიჯები ძალიან გაურკვეველია. წელიწადნახვარია მასთან ურთიერთობა არ მქონია. ის ბოლოს ჩემთან გადაცემაში იყო, ჩვენ ეთერშიც ბევრ რამეზე შევკამათდით და არ დაემთხვა ჩვენი აზრები ერთმანეთს, – ამის შესახებ „იმედი LIVE“-ში საზოგადოებრივი მოძრაობა „აი ია“-ს დამფუძნებელმა გია გაჩეჩილაძემ.
„იმ წლებში, როდესაც ჩვენ ერთად ვიბრძოდით რეჟიმის წინააღმდეგ, ადამიანი არ არის ვინ იტყვის, რომ ამ ადამიანს მაშინ რამე ეშლებოდა. მე ძალიან ახლო ურთიერთობა მქონდა გიორგისთან და ვერ ვცნობ. რამ გამოიწვია ეს ამბავი, არ ვიცი. მე მასთან ძალიან ბევრჯერ მქონდა ლაპარაკი. პიროვნული გაღიზიანებების ამბავი უფრო მგონია, ვიდრე სახელმწიფოებრივი ხედვა. მე თვითონაც ვერ ვცემ პასუხს მის მოქმედებებს. თან ძალიან განვიცდი ამ ყველაფერს, რადგან ძალიან მენანება ეს ადამიანი იმ პოზიციის გამო, რა პოზიციაც დღეს მას უჭირავს“, – განაცხადა გია გაჩეჩილაძემ.