თბილისში ცნობილი ოჯახის წევრის დაკავება იგეგმება – გაბუნიას ლიკვიდაციის მზადების საქმის სკანდალური გაგრძელება?

გაზეთი “ვერსია” თბილისის ცენტრში ჩატარებული სპეცოპერაციის შესახებ წერს და სკანდალურ ვერსიას აჟღერებს.

გამოცემის ცნობით, ჩეჩენი ეროვნების მოქალაქის დაკავების ამბავს ამბავს საინტერესო გაგრძელება მოჰყვება.
” გასულ კვირას, თბილისში ჩატარებული სპეცოპერაცია და დაკავებული ჩეჩენი ეროვნების მოქალაქე ყველას გემახსოვრებათ. ამ ამბავს საინტერესო გაგრძელება მოჰყვებაო, კულუარულად გვეუბნებიან მაღალჩინისანი სამართალდამცავები. ისინი იმასაც ადასტურებენ, რომ მორიგი დაკავება ამ კვირაში იგეგმება და ის აღნიშნული საქმის გაგრძელება იქნება. ვნახოთ, თუმცა როგორც გვითხრეს, საზოგადოებისთვის არცთუ უცნობი ოჯახის წევრს დააკავებენ და უმძიმეს ბრალსაც წაუყენებენ”.
ცნობისთვის, ქავთარაძეზე ჩატარებული სპეცოპერაცია გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციის მზადების საქმეს უკავშირდება.
“მთავარი არხის” ინფორმაციით, ვასამბეკ ბოკოვის დავალება მხოლოდ გიორგი გაბუნიას თვალთვალი იყო. მას უნდა შეესწავლა ჟურნალისტის გადაადგილების ტრაექტორია; უნდა გაერკვია სად ცხოვრობს, სად დადის, ვისთან ერთად მოძრაობს; უნდა დაედგინა ყველა დეტალი, რაც სამიზნეს უკავშირდებოდა. ამის შემდეგ ის საქართველოდან უნდა წასულიყო, სხვა, უკვე შემსრულებელი ჩამოსულიყო და საკონტროლო გასროლით მოეკლა.

 

 

 

წყარო : “ნიუპოსტი”