თანდათან კიდევ და კიდევ მეტ ფაქტს ეფინება მზის შუქი, თუ როგორ ტაქტიკას მიმართავდნენ “აზოვის” პოლკი და მასთან დაკავშირებული უკრაინელი შეიარაღებული შენაერთები მარიუპოლში. ისინი ჯერ იკავებდნენ სამოქალაქო ობიექტებს და იქ მყოფ ადამიანებს გარეთ გასვლას უკრძალავდნენ, შემდეგ კი ისროდნენ, რაც ბუნებრივად აქცევდა მოცემულ ობიექტს მოწინააღმდეგის სამიზნედ.
ქვემოთ წარმოდგენილ ვიდეოზე, მარიუპოლის რკინიგზის საავადმყოფოს თანამშრომელი ქალი ჰყვება:
“პირველ რიცხვში შემოვიდნენ “აზოველები”. გვითხრეს, რომ მხოლოდ ღამის გათევა სურდათ და მერე წავიდოდნენ, მაგრამ შემოსვლისთანავე პოზიციები დაიკავეს და ჩვენ შენობაში ჩაგვტოვეს, გასასვლელები დაბლოკეს. ჩვენ სარდაფიდან აღარ გვიშვებდნენ – გვიბრძანეს, რომ ჩუმად ვყოფილიყავით. ჩვენც ჩურჩულით ვლაპარაკობდით ერთმანეთში… იყო ასე? – ასე იყო! [პასუხობს მეორე მოწმე].
6 -ში მოვიდნენ დონეცკის სამხედროები და გაგვათავისუფლეს. ისინი შოკში იყვნენ, როცა ნახეს, რომ აქ ადამიანები არიან. 120 კაცი ვიყავით ჩაკეტილები. [დონეცკის] სამხედროები თურმე შენობის განადგურებასაც აპირებდნენ, მაგრამ მათ დაიძახეს: “ვინ ხართ აქ სამოქალაქო პირები?!” ჩვენ ერთხმად ვუპასუხეთ: “აქ ყველანი სამოქალაქო პირები ვართ!” ჯარისკაცებს ძალიან გაუკვირდათ, რომ აქ სამოქალაქო პირები ვიყავით, ამას არ ელოდნენ, არ იცოდნენ”.