დღეს ჯეიმს აპატურაი საქართველოს პარლამენტში ახალ ამპლუაში წარდგება.
ნატოს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილე უსაფრთხოების თანამედროვე გამოწვევების მიმართულებით თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტს ინფორმაციას წარუდგენს ნატოს თანამშრომლობაზე საქართველოსთან კიბერუსაფრთხოებისა და ჰიბრიდულ საფრთხეებთან ბრძოლის სფეროში.