ტაივანში, სატელევიზიო საინფორმაციო არხმა ბოდიში მოიხადა მას შემდეგ, რაც დღეს დილით, შეცდომით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ჩინეთმა დაიწყო შეჭრა დედაქალაქ ტაიპეის შემოგარენში, რამაც ინტერნეტსივრცეში განგაში გამოიწვია.
„ტაიბეიში ჩინელი კომუნისტების მიერ მართული რაკეტა ჩამოვარდა. პორტში გემები აფეთქდა და დაზიანდა ობიექტები. სარკინიგზო სადგური ცეცხლშია გახვეული“, – ეწერა ტელეეკრანის ქვედა ნაწილში გასულ ტიტრში, რომელსაც თან მცირე ზომის ვიდეო ჰქონდა დართული.
რამდენიმე საათის შემდეგ, ტელევიზიამ ბოდიში მოიხადა და განმარტა, რომ კადრები სახანძრო დეპარტამენტის მოქმედებებს ასახავდა და არა – თავდასხმას.
ამასთან, სახანძრო დეპარტამენტის კომისარმა თქვა, რომ ეს ვიდეო და ტექსტი მომზადებულია იმ შემთხვევისთვის, თუ ჩინეთი დაესხმებათ თავს, რათა მობილიზებისთვის მზად იყვნენ.