მზის სხივი ქვიშაზე კლავს ინფექციას და შეზლონგზე – არა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადება:

„თუ კოვიდიანმა პაციენტმა დააცემინა, დაახველა შეზლონგზე, წვეთი პლასტმასის ზედაპირზე საკმაოდ დიდხანს რჩება, ამიტომ რეკომენდირებულია ისინი უნდა გაიწმინდოს და დეზინფექცია გაუკეთდეს, ყოველი გამოყენების წინ. რაც შეეხება ქვიშიან სანაპიროებს, თუ ინფიცირებული მოქალაქე გადაადგილდება ქვიშაზე, ის არაა საფრთხის შემცვლელი. არც იმ შემთხვევაში, თუ იმავე ადგილზე, სადაც კოვიდიანი მოქალაქე იწვა, 5, 10 და 60 წუთში არავინ დაწვება. არ არის პრობლემა, მზის სხივი სერიოზულად მოქმედებს კოვიდზე“

თუ მხოლოდ მზის სხივშია საქმე და მზის სხივი კლავს ინფექციას – რატომ ვერ კლავს პლასტმასის ზედაპირზე მზის სხივი ინფექციას? და როგორ კლავს ქვაზე, რომელსაც შეიძლება დაეცეს წვეთი და ქვაც ისე იდოს, რომ მზის სხივი არ ხვდებოდეს?

ან, რა ხდება თუ კოვიდით ინფიცირებული ადამიანი ჩაყვინთავს წყალში და მისი ნერწყვი ზღვაში მოხვდება?

ბატონმა პაატამ თქვა, ფეკალიებით არ გადადის ვირუსიო – მაგრამ, ფეკალიებს ზღვაში, დიდი იმედი გვაქვს, ყველა არ ტოვებს, აი, ჩაყვინთვით კი უმეტესობა ყვინთავს…

მოკლედ, ორი გამოსავალია – ან უნდა ვაღიაროთ, რომ აღარ არის/არ არის ვირუსი ისე საშიში, როგორც ვხატავდით – ან ვთქვათ, რომ საშიშია და მაშინ ვერც შიდა ტურიზმი უნდა გავხსნათ…

არც გაფრინდე, ისე მოფრინდი, ასე არ გამოვა…

 

 

 

წყარო:”ალია”

 

პ.ს. :”ნიუსფრონტ”-ისთვისაც  საინტერესოა ამ კითხვებზე პასუხის გაცემა.