კახეთის რეგიონიდან ლუგარის ცენტრში გადაგზავნილი 84 ნიმუშიდან ყველა უარყოფითია

რეგიონის მასშტაბით, თვითიზოლაციაში არავინ იმყოფება.რაც შეეხება კარანტინის სივრცეებს, 3 ლოკაციაზე 70 მოქალაქეა განთავსებული.

ცნობისათვის, 15 ივნისს მიღებული იქნა საქართველოს მთავრობის განკარგულება #975, რომლითაც განისაზღვრა სავალდებულო ტესტირებას დაქვემდებარებული პრიორიტეტული პირების ნუსხა და ჩატარების წესი. ამ დღიდან მიზნობრივ ტესტირებას დაქვემდებარებულ უკვე კარგად ცნობილ რისკ-ჯგუფებს (კარანტინის ბენეფიციარები, კარანტინის პერსონალი, შშმ პირები და მათი მომვლელები, საერთაშორისო გადაზიდვის მძღოლები, საბაჟოს თანამშრომლები, კოვიდცხელების და სხვა სტაციონარების მედპერსონალი, ტუბპაციენტები,), დაემატა ფსიქიატრიული და ტუბდაწესებულებების პერსონალი, დიალიზზე მყოფი პაციენტები და მათი პერსონალი, პირველადი ჯანდაცვის პერსონალი, მათ შორის სოფლის ექიმები და ექთნები, პენიტენციური სამსახურის და შსს თანამშრომლები, ვისაც შეხება აქვთ ბრალდებულთან, საქალაქო და საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მძღოლები.

ჯამში, კახეთის რეგიონში აღებული და ლუგარის ცენტრში გაგზავნილია 5058 ნიმუში, აქედან 1643 მედპერსონალია, 1850 კარანტინის ვიზიტორების და სასტუმროს პერსონალი, შშმ პირი – 243, ტრაილერის მძღოლი 33.

 

 

 

“აიპრესი”