სერბეთი და თვითგამოცხადებული კოსოვოს რესპუბლიკა მზად არიან 27 ივნისს ვაშინგტონში, თეთრ სახლში მოლაპარაკება გამართონ აშშ-ს პრეზიდენტთან დონალდ ტრამპთან.
ყველაფერი კი ორიოდ დღის წინ დაიწყო, როდესაც რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა სატელეფონო ზარი განახორციელა პრეზიდენტ ვუჩიჩთან და მოუწოდა მას, შეემუშავებინა გეგმა კოსოვოსთან მიმართებაში.
ოდნავ მოგვიანებით, თეთრის სახლის ადმინისტრაციამ ოფიციალურად მიიპატიჟა სერბეთის პრეზიდენტი ვუჩიჩი და კოსოვოს ლიდერი ტაჩი მრგვალ მაგიდასთან სალაპარაკოდ.
უკვე დღეს ტრამპის ოფიციალური წარმომადგენელი რიჩარდ გრენელი ადასტურებს, რომ მხარეებმა თანხმობა განაცხადეს და თვის ბოლოს ოვალურ კაბინეტში შეხვედრა აუცილებლად შედგება.
როგორც მოგეხსენებათ, აშშ პირველთაგანი იყო, ვინც კოსოვოს დამოუკიდებლობა სცნო და ისიც კარგად ესმით ვაშინგტონში, რომ სერბი ხალხი საკუთარ ძირძველ მიწას კოსოვოს არასდროს დათმობს, მათ შორის არც ევროკავშირის და ნატოს ხარჯზე.
აქედან გამომდინარე, საინტერესოა, თუ რა უნდა ითქვას მოლაპარაკების მაგიდასთან. გრენელის განცხადებით, სამშვიდობო შეთანხმებაზე გამახვილდება ყურადღება. სპეციალურ წარმომადგენელს მიაჩნია, რომ პირველ რიგში მიღწეულ უნდა იყოს შეთანხმება სერბეთ-კოსოვოს შორის ეკონომიკურ საკითხებში.
გრენელი დასძენს: “თუ რომელიმე მხარე უკმაყოფილო დარჩება, მათ შეუძლიათ, აღადგინონ სტატუს-ქვო აშშ-ის ტერიტორიის დატოვების შემდეგ”.
დღესვე პრიშტინაში ჰაშიმ ტაჩიმ საგანგებო განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვით, კოსოვო მზადაა ამერიკული ვოიაჟისთვის, რომლის გადადებაც არაა მიზანშეწონილი.
ბექა კვიციანი