ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ჰიდროქსიქლოროქინის, როგორც კორონავირუსის საწინააღმდეგო პრეპარატის გამოცდა შეწყვიტა. ამის შესახებ ჯანმოს ექსპერტმა, მარია რესტრეპომ განაცხადა.
მისივე თქმით, კვლევების თანახმად, აღნიშნული პრეპარატი ხელს არ უწყობს კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მკურნალობისას სიკვდილიანობის შემცირებას.
„აღნიშნული ანალიზისა და რიგი პუბლიკაციის შესწავლის საფუძველზე აღმასრულებელმა ჯგუფმა გადაწყვეტილება მიიღო, ჰიდროქსიქლოროქინის „სოლიდარობის კვლევის“ ფარგლებში გამოცდა შეწყდეს“, – განაცხადა ჯანმოს ექსპერტმა, იუწყება commersant.ge.
საინტერესოა, ახლა რა სისწრაფით შემოაბრუნებენ ამ პრეპარატის სამკურნალო თვისებებზე ჩვენებებს კიდევ 180 გრადუსით, “ყოვლისმცოდნე” ქართველი ექიმ-ჩინოვნიკები.