ხუთივე ახალი შემთხვევა იმპორტირებულია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის ხუთივე ახალი შემთხვევა იმპორტირებულია.

მისივე თქმით, აქედან ოთხი სატვირთო ავტომანქანის მძღოლია.

” საქართველოში გვქონდა 888 შემთხვევა, დაგვემატა ხუთი ახალი და გვყავს 893. გამოჯანმრთელდა კიდევ რვა პაციენტი და სულ გვყავს 739. ხუთი პაციენტიდან ყველა შემოტანილი, ანუ იმპორტიებული შემთხვევაა, აქედან ოთხი სატვირთო ავტომანქანის მძღოლია“,- აღნიშნა ეზუგბაიამ.

 

 

 

 

“აიპრესი”