ოპოზიციის მაჟორიტართა სია ოფიციალურად ხვალ გამოქვეყნდება

კურიერისთვის” იმ მაჟორიტარების სია გახდა ცნობილი, რომელსაც გაერთიანებული ოპოზიცია ხვალ წარმოადგენს. ანონიმური წყაროს ცნობით, მაჟორიტარობის კანდიდატები თბილისის უბნებზე ასე გადანაწილდება:

ნაძალადევში კენჭს “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი შალვა ნათელაშვილი იყრის;

მთაწმინდაზე მანდატისთვის შალვა შავგულიძე იბრძოლებს;

 ვაკეში გაერთიანებული ოპოზიცია “ევროპული საქართველოს” წევრის ელენე ხოშტარიას კანდიდატურას დააყენებს;

სამგორის მაჟორიტარულ ოლქში “ნაციონალური მოძრაობის” ორი წევრიდან ერთ-ერთი – ლევან ხაბეიშვილი ან ზაალ უდუმაშვილი იყრის კენჭს;

გლდანში მაჟორიტარობისთვის ნიკა მელია იბრძოლებს,

ხოლო ისნის მაჟორიტარობის კანდიდატი გიორგი ვაშაძე იქნება.

 

 

 

“რუსთავი2”