საქართველო შევსებულ კითხვარს ევროკავშირს მაისში გადასცემს

საქართველო შევსებულ კითხვარს ევროკავშირს მაისში გადასცემს.

საქართველო შევსებულ კითხვარს ევროკავშირს მაისში გადასცემს. ამის შესახებ მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, რომელიც ღარიბაშვილისა და ავსტრიის კანცლერის, კარლ ნეჰამერის სატელეფონო საუბარს ეხებოდა.

“მთავრობის მეთაურმა ავსტრიის რესპუბლიკის ფედერალურ კანცლერთან ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე და ევროკავშირში წარდგენილ გაწევრიანების განაცხადზე ისაუბრა. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ევროკომისიისგან საქართველომ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის თვითშეფასების კითხვარი მიიღო და საქართველოს მიერ შევსებული კითხვარი ევროკავშირს მაისის თვეში გადაეცემა”, – ნათქვამია განცხადებაში.

წყარო: accentnews.ge