რუსული მედიის ინფორმაციით, ცენტრალური სამხედრო ოლქის სარდლის მოადგილემ, რუსტამ მინეკაევმა, ეკატერინბურგში, თავდაცვის სფეროს საწარმოთა კავშირის წლიურ შეკრებაზე, განაცხადა:
“უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მეორე ეტაპზე რუსეთის არმიამ სრული კონტროლი უნდა დაამყაროს დონბასსა და სამხრეთ უკრაინაზე. დონბასზე სრული კონტროლი უზრუნველყოფს სახმელეთო დერეფანს ყირიმისკენ და ზემოქმედებას შავი ზღვის პორტებზე, საიდანაც სოფლის მეურნეობის და მეტალურგიული პროდუქცია გადის სხვა ქვეყნებში, ხოლო უკრაინის სამხრეთზე კონტროლი იქნება კიდევ ერთი გასასვლელი დნესტრისპირეთზე, დნესტრისპირეთშიც შეინიშნება რუსულენოვანი მოსახლეობის შევიწროება.
ჩვენ დღეს ვეომებით მთელ მსოფლიოს, როგორც ეს იყო დიდი სამამულო ომის დროს, როცა მთელი ევროპა და მთელი მსოფლიო ჩვენ წინააღმდეგ იყო. ახლაც იგივეა, მათ რუსეთი არასდროს უყვარდათ”.
სამხრეთ უკრაინა, ყირიმის და სევასტოპოლის გარდა, მოიცავს ზაპოროჟიეს, ხერსონის, დნეპროპეტროვსკის, ოდესის და ნიკოლაევის ოლქებს.