სამხრეთ კურილის კუნძულები რუსეთის ტერიტორიის განუყოფელი ნაწილია, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა.
მანამდე იაპონიის ხელისუფლებამ ოთხ კუნძულს რუსეთის მიერ „არალეგალურად ოკუპირებული“ უწოდა.
„აშკარაა, რომ ახლა, როცა იაპონია გახდა არამეგობრული ქვეყანა და შეუერთდა რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ მტრული ქმედებების მთელ რიგს, რა თქმა უნდა, ძალიან, ძალიან რთულია საუბარი მოლაპარაკებების პროცესის გაგრძელებაზე. ოთხივე კუნძული რუსეთის ფედერაციის განუყოფელი ტერიტორია“, – აცხადებს პესკოვი.
შეგახსენებთ, 2003 წლის შემდეგ პირველად იაპონიამ კურილის კუნძულებს რუსეთის მიერ უკანონოდ ოკუპირებული უწოდა