,,ირაკლი კობახიძეს არანაირი მორალური უფლბა არა აქვს ახსნოს ნინო ბურჯანაძის და საერთოდ, ჩვენი პარტიის სახელიც კი“ – განახაცხადა პარტია ,,ერთიანი საქართველოს“ რეგიონალურმა მდივანმა, მთავარი საბჭოს წევრმა მამუკა აჩბამ.
მისი განცხადებით, ბიძინა ივანიშვილის დავალებების დაუფიქრებლად შესრულებით, ირაკლი კობახიძემ საბოლოოდ დაკარგა სახე და ჩამოყალიბდა ყურმოჭრილ მონად.
,, ოპოზიციურ მაგიდასათან, როგორც კობახიძე ამბობს, თუკი ზის ,,გრუ“- ს აგენტი, მაშინ იმაზე გაგვცეს პასუხი, თუ რატომ შეაწყალებინეს ,,ქართული ოცნების“ მიერ პრეზიდენტად დასმულს ასეთი ადამიანი? ხოლო, ამ კონტექსტში, მას, არანაირი მორალური უფლება არ გააჩნია , ნინო ბურჯანაძის სახელის ხსენებისა და შეურაცხოფისა, რადგან, ეტყობა დაავიწყდა და კიდევ ერთხელ შევახსენებ, რომ მამამისი,გიორგი კობახიძე წლების განმავლობაში იყო ჩვენი პარტიის მთავარი საბჭოს წევრი და მის მიერ, აქ აღებული ხელფასით ფინანსდებოდა მისი სწავლისა და ჩაცმა-დახურვის აუცილებელი ხარჯები. ასე რომ ჯობია, ირაკლი კობახიძე გაჩუმდეს და საკუთარ დაკარგულ სახეს მიხედოს“ – განაცხადა მამუკა აჩბამ.
“ნიუპოსტი”