სმარტფონები, ელონ მასკები, გეი-პარადები და ასე შემდეგ, ყველაფერი კარგი, მაგრამ ევროკავშირი სიღარიბისკენ მიდის. მიდის დიდი ნაბიჯებით – რუსეთის ჯიბრით.
ევროკავშირი მოქალაქეებს მოუწოდებს, ავტომობილებით მოძრაობა შეზღუდონ, უარი თქვან კონდიციონერზე და კვირაში სამი დღე იმუშაონ სახლიდან, რათა შეამცირონ დამოკიდებულება რუსულ ნავთობსა და გაზზე.
ევროკომისიის განცხადებით, ზომები, რომლებიც მათ ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოსთან ერთად შეიმუშავეს, ოჯახებს წელიწადში, საშუალოდ, 500 ევროს დაზოგვის საშუალებას მისცემს.
მათივე განმარტებით, თუ ევროკავშირის ყველა მოქალაქე დაიცავს ცხრაპუნქტიან გეგმას, სახელწოდებით „ჩემი როლი“, ეს 120 სუპერტანკერის შესავსებად საკმარის ნავთობსა და 20 მილიონი სახლის გასათბობად საჭირო ბუნებრივ გაზს დაზოგავს.
ევროკომისია და ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტო მოსახლეობას მოუწოდებენ: ზამთარში გათბობას დაუწიონ, ზაფხულში კი კონდიციონერი ნაკლებად გამოიყენონ, გამოიყენონ საკუთარი ავტომობილები უფრო ეკონომიურად, შეამცირონ სიჩქარე მაგისტრალებზე, ნაკლებად გამოიყენონ მანქანის კონდიციონერები, მცირე მანძილის გავლისას გადაადგილდნენ ფეხით, ან ველოსიპედით, ავტომობილის ნაცვლად, ისარგებლონ საზოგადოებრივი ტრანსპორტით.
ევროპის ყველაზე მდიდარ ქვეყანაში – გერმანიაში, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან პროდუქტებზე ფასებმა ისე აიწია, რომ განიხილავენ დღგ-ს გაუქმებას, დროებით მაინც, რათა ხალხი მშიერი არ დარჩეს. უკრაინის ომის შედეგად, რომელშიც დასავლეთს ცალმხრივი პოზიცია უკავია და კიევის რეჟიმს რუსეთთან ომის გასაგრძელებლად აქეზებს, მარტის თვეში, წინა წლის მარტთან შედარებით, მზესუმზირის ზეთზე ფასმა 30 პროცენტით მოიმატა, მწვანილსა და კარტოფილზე – 18 პროცენტით, ახალი ბოსტნეული კი 15 პროცენტით არის გაძვირებული.
ნაცვლად იმისა, ევროპამ რუსეთთან თანამშრომლობის გზით იზრუნოს ხალხის ცხოვრების დონის გაუმჯობესებაზე, მშვიდობისა და კეთილდღეობის სასიკეთოდ, გრძელდება ანტირუსული ისტერია, უკრაინის შეიარაღების მცდელობები და ომის პროპაგანდა. ამიტომაც ნუ გვიკვირს, რომ ევროკავშირი მიექანება შუა საუკუნეების ცხოვრების დონისაკენ. ვფიქრობთ, რომ სმარტფონები საქმეს ვერ უშველის. რუსეთს კი, შიმშილი მაინც არ ემუქრება.
დასკვნები საქართველოს აქვს გასაკეთებელი – ვის მიეკედლოს, რა წყალში გადავარდეს…