“მოვუსმინე ფარულ ჩანაწერს. მე არ ვიცი, რა ჩავაფლავე. ერთადერთი რაც შემიძლია გითხრათ, არის ის, რომ ეს ჩემთვის ვალიდური წყარო არ არის, რომელსაც დავეყრდნობოდი. თქვენ არ შეგეშლებათ ახლა, რომ ეს ფარული ჩანაწერი სიტყვასიტყვით აკინძულია. თუმცა, რაღაცები იკითხება იქ ამ თემასთან დაკავშირებით. ის არ არის კანონიერი და აუთენტური დანამდვილებით არ არის. როგორც პროფესიონალმა ეს შემიძლია გითხრათ.
თუმცა, ვისაც რა არ უნდა ეთქვა, არ არსებობს უფრო აღმატებული ინტერესი ჩემთვის, კი ბატონო ვადასტურებ “ქართული ოცნების” ხელისუფლების შეცვლა, დემოკრატიული ხელისუფლების მოსვლა, თავისუფალი მედია, სიტყვის თავისუფლება. მიუხედავად ამ ყველაფრისა არ არსებობს უფრო აღმატებული მიზანი, ჩემთვის და დაცვის ინტერესი, ვიდრე ადამიანის სიცოცხლის დაცვა, მით უმეტეს ჩემი თანამშრომლის, მით უმეტეს სამსახურებრივ მოვალეობასთან დაკავშირებული პრობლემებიდან გამომდინარე და მით უმეტეს, რომ გიორგი გაბუნია ჩემი უახლოესი მეგობარია.
ჩემთვის ეჭვებს არ იძლევა უკანონობისა და არავალიდურობის გამო. ეს მონტაჟია და ეს ორჯერ ორი ოთხია. მე ვცადე დამეზუსტებინა უკრაინაში ჩემს ნაცნობებთან და არა მხოლოდ ქართველებთან, მედიის წარმომადგენლებთანაც, მაგრამ არავითარი დადასტურება არ წამოსულა იქიდან.
შეიძლება ვიღაცა თვლის, რომ ნიკა გვარამიამ არ უნდა ილაპარაკოს დადასტურებულად ამაზე. ჟურნალისტები დაშინდნენ, გაბუნია დაშინდეს, მაგრამ ნიკა გვარამია საჭიროდ თვლის, რომ მან უნდა ილაპარაკოს ყველაფერი, რასაც საჭიროდ მიიჩნევს, რომ საფრთხე ააცილოს თავის თანამშრომლებს”, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.
შეგახსენებთ, უკრაინულ საიტზე მიხეილ სააკაშვილისა და ზურაბ ადეიშვილის საუბრის აუდიო ჩანაწერი გავრცელდა, სადაც ისინი გიორგი გაბუნიას შესახებ საუბრობენ. სააკაშვილი გაბუნიას “მშიშარა და არასტაბილურ ტიპად” ახასიათებს.
როგორც ვხედავთ, ნიკა გვარამია აუდიოჩანაწერს, უკრაინულ საიტზე გამოქვეყნებულს, “არავალიდურად” მიიჩნევს, სამაგიეროდ, უკრაინიდან წამოსული მონაჩმახი, რომ კადიროვი გაბუნიას მკვლელობას გეგმავდა, მისთვის აბსოლუტურად დამაჯერებელია.