ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკიდან აღდგომა დღეს ცნობა მოვიდა, რომ ქალაქ კრემენნაიაში ლუგანსკის სახალხო მილიციამ ქართველების მიერ მიგდებული ბრიტანული NLAW – ტანკსაწინააღმდეგო ნაღმმტყორცნი, რუსული ავტომატი და, რაც მთავარია (და სამარცხვინოა), ქართული დროშა იპოვა.
ამავე დროს, ლუგანსკის რესპუბლიკიდან გვატყობინებენ, რომ ქართველ დაქირავებულებს შტაბი საცხოვრებელი სახლის კორპუსში ჰქონდათ მოწყობილი. ამის დამადასტურებელი ფოტო (იხ. ზემოთ) ტელეგრამ-არხებზეც ვრცელდება.
ამასთან დაკავშირებით, ლუგანსკელი მებრძოლი ვიტალი სტოლიაროვი მოუწოდებს “ქართველ ნაიომნიკებს” (ანუ ჩვენთან “ქართველ მოხალისეებს” რომ უწოდებენ), დატოვონ სხვისი ომი და სამშობლოში დაბრუნდნენ:
“დროშის დატოვება დიდი სირცხვილია. უკრაინაში ქართველ დაქირავებულ მებრძოლებს მივმართავ: საქართველოს ნუ არცხვენთ და თავებს ნუ იღუპავთ -ეს არ არის თქვენი ომი, წადით სამშობლოში!”
შეგახსენებთ, რომ უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყების დღიდან ამ მომენტამდე, სულ 9 ქართველი მებრძოლია დაღუპული.