BFMTV: წინასწარი მონაცემებით, საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ემანუელ მაკრონმა გაიმარჯვა

წინასწარი მონაცემებით, საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მოქმედმა პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა გაიმარჯვა. შესაბამის მონაცემებს ფრანგული ტელეარხი BFMTV ავრცელებს.

საფრანგეთში საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 20:00 საათზე დაიხურა. წინასწარი მონაცემებით, ემანუელ მაკრონმა ამომრჩეველთა ხმების 57.60% მიიღო, ხოლო მარინ ლე პენმა – 42.40%.

ადგილობრივი დროით 17:00 საათის მდგომარეობით, ამომრჩეველთა აქტივობამ 63.23% შეადგინა.

10 აპრილს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგად, ემანუელ მაკრონმა ამომრჩეველთა ხმების 27.6%, ხოლო მარინ ლე პენმა – 23,41% მიიღო.