ჯუანშერ ბურჭულაძე: ჩემი აზრით, უკრაინის ელჩის გაწვევა შეცდომა იყო.
ჩემი აზრით, უკრაინის ელჩის გაწვევა, რა თქმა უნდა, შეცდომა იყო. რაც უფრო სწრაფად დავივიწყებთ თუ რამე წყენა გვაქვს, უფრო სწრაფად განვითარდება ჩვენი ქვეყნები და დადგება მშვიდობა, – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ განაცხადა.
მისი თქმით, უკრაინისადმი ჰუმანიტარული დახმარებით საქართველო არის პირველ ადგილზე და მეორე ადგილზე მყოფი ქვეყანა არსებითად ჩამორჩება მას.
„ყველა კრიტიკულ სანქციას საქართველო შეუერთდა. ეს იქნება გაერო, ევროსაბჭო თუ კიდევ სხვა სანქციები. ჩვენ მაქსიმალურს ვაკეთებთ იმისთვის, რომ დავანახოთ უკრაინის ხელისუფლებასა და საზოგადოებას, რომ ჩვენ მათ გვერდით ვართ. ეს ჰუმანიტარული დახმარება არის სწორედ ის გზავნილი, რომ საქართველო არის პირველ ადგილზე. მეორე ადგილზე მყოფი ქვეყანა კი ჰუმანიტარული დახმარებით არსებითად ჩამორჩება საქართველოს“ – განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.
წყარო: 1tv.ge