„ლელო საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მამუკა ხაზარაძის განცხადებით, მათი პოზიცია უცვლელია და ისინი 30 ოლქში თავისი მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგენას აპირებენ.
„ჩვენი პოზიცია არის უცვლელი პირველივე დღიდან. ოცდაათივე ოლქში წარვადგენთ ჩვენს მაჟორიტარს. თბილისში წარვადგენთ 8-ვე კანდიდატს, ჯამში 30 მაჟორიტარობის კანდიდატს. ოპოზიციამ დღეს დაასახელა თავისი კანდიდატები. ჩვენ როგორც აქამდე ბევრჯერ გვითქვამს 30-ვე ოლქში ვამზადებთ ჩვენს კანდიდატებს. საბოლოოდ ჩვენ კიდევ შევაფასებთ არსებულ ვითარებას, შესაძლებელია გვქონდეს კიდევ კონსულტაცია ოპოზიციასთან, იმ ამოცანის შესასრულებლად, რასაც ჰქვია არსებული ხელისუფლების გასტუმრება და ამ ფორმულას დავექვემდებარებით, მაგრამ დღეს 30-ვე მაჟორიტარის მზადებაში ვართ“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
წყარო: “იმედინიუსები”