“ზელენსკიმ დაამთავრა უკრაინის სახელმწიფოებრიობა: რუსეთი წაიღებს მთელ შავიზღვისპირეთს აზოვისა და შუა უკრაინის ჩათვლით”

უკრაინის შესახებ ბევრჯერ გამოვთქვი ჩემი მოსაზრება , ზელენსკის მისამართითაც . გავმეორდები, მან დაამთავრა უკრაინის სახელმწიფოებრიობა ……

მაგრამ ეს მარტო უკრაინის პრობლემა აღარ იქნება …ეს იქნება , უპირველეს ყოვლისა ჩვენი  და სამხრეთ კავკასიის ქვეყნების პრობლემა. ევროკავშირის აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისაც .

ახლა ის გამუდმებული მენტორული ტონი, რომელიც ზელენსკისა და მისი გარემოცვისგან მოდის ჩვენზე,  უკვე აშკარად არამეგობრული და საშიშია ჩვენი ქვეყნისთვის. მით უფრო საერთო იდეოლოგიის მხარდამჭერები აქ ჩვენთან ბევრი მოეპოვება. შესთავაზა რა თავიდან შტატებმა ნეიტრალური სტატუსის მიღება, რაც მაშინ შესაძლებელი იყო – დღეს რომც მოინდომონ უკრაინამ ამერიკამ, ევროკავშირთან ერთად, აბსოლუტურად გამორიცხულია  რუსეთი ამხელა მსხვერპლის და ეკონომიური კრიზისის ფონზე ნამდვილად არ დათანხმდება ნეიტრალიტეტს. ის წაიღებს მთელ შავიზღვისპირეთს აზოვისა და შუა უკრაინის ჩათვლით. ამხელა მსხვერპლსა და ეკონომიკურ ნგრევას განიცდის უკრაინა. დანგრეული ქალაქები ათასობით მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაში მთლიანად ჩამოშლილი ინფრასტრუქტურა . ამ ყველაფრის ჯაჭვური რეაქციის , შესაძლო გავრცელების დიდი ალბათობა ევროკავშირის უკრაინასთან მოსაზღვრე ქვეყნებშიც არის შესაძლებელი , მათი ჩარევის შემთხვევაში (და დიდია ალბათობა მათი ჩარევის – პოლონეთის , რუმინეთისა და უნგრეთი) რაც უკრაინის დაყოფა-დაქუცმაცებას გამოიწვევს.

ყველაფერი კეთდება უკრაინის მხრიდან, რომ ჩვენც ჩართული ვიყოთ ამ ომში. ჩვენი სახელმწიფო გვერდში უდგას უკრაინის სახემწიფოსა და უკრაინელ ხალხს როგორც საერთაშორისო, ისე ეკონომიური თვალსაზრისით . რაღაც არ მახსოვს უკრაინას სანქციები დაეწესებინოს რუსეთისთვის 2008-ში და არც ჩვენ მოგვითხოვია ეგ .

მოდი, ჯერ თვითონ დაუწესოს და შეაჩეროს გაზის ექსპორტი და მერე ჩვენ მოგვთხოვოს! უკრანელი და რუსი ხალხი , ერთი ერი ხართ , ერთი ფესვით და თქვენ გაერკვიეთ ერთმანეთში , ოღონდ – უჩვენოდ …..

 

კაკო სვანიძე

აფხაზეთის ომის ვეტერანი