“ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრის ნიკა მელიას თქმით, ის რომ დეპუტატი იყოს, მხარს დავუჭერდა საკონსტიტუციო ცვლილებებს.
ოპოზიციის ლიდერი ამ განცხადებით “ევროპული საქართველოს” გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომლებიც საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს პირველი მოსმენით მხარს დაუჭერენ.
მელია თვლის, რომ დღეს “ქართული ოცნება” გამოსავალს ეძებს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები არ მიიღოს.
“მე რომ ახლა დეპუტატი ვიყო, არ დავფიქრდებოდი და მხარს დავუჭერდი საკონსტიტუციო ცვლილებებს. მემგონი ბავშვიც ხვდება, ვინც არის დაინტერესებული პოლიტიკური პროცესებით, ეძებს გამოსავალს, რომ ჩააგდოს და ისე ჩააგდოს, რომ მას არ დაბრალდეს ეს და ბრალეულობა ოპოზიციურ პარტიებსაც გადაუნაწილოს. 120/30 პროპორციით საარჩევნო სისტემა ბიძნა ივანიშვილს გარანტირებულ მარცხს უქადის. ბუნებრივია ის ახლა ცდილობს, რაიმე სახით შემოატრიალოს ვითარება, ოღონდ ისე რომ მას არ დაბრალდეს. მე პირადად ყველაფერს გავაკეთებდი და გავაკეთებ იმისათვის, რომ ბიძინა ივანიშვილმა არ მიიღოს ის, რაც უნდა” -განაცხადა მელიამ “დღის სტუმარში”.
“ნიუპოსტი”