ასეთ შეფასებას აკეთებს ჟურნალ “შპიგელის” ონლაინ-გამოცემა სოჭში რუსეთის პრეზიდენტ პუტინის და თურქეთის პრეზიდენტ ერდოღანის დაგეგმილი შეხვედრის ფონზე.
ორი სახელმწიფოს მეთაურის შეხვედრა სამშაბათს არის დაგეგმილი. სავარაუდოდ, ამ შეხვედრაზე სირიის ბედი მნიშვნელოვანწილად გაირკვევა. პუტინი, რომლის პროტეჟე ბაშარ ასადმა მისივე დახმარებით გაიმარჯვა სამოქალაქო ომში, რეალურ ძალას და წარმატებას ეყრდნობა, განსხვავებით პრობლემებით დატვირთული ერდოღანისაგან.