პენტაგონი – ჰაუბიცების ნახევარზე მეტი, რომელიც აშშ-მა უკრაინისთვის გამოყო, უკვე ქვეყანაშია შეტანილი.
პენტაგონის ინფორმაციით, ჰაუბიცების ნახევარზე მეტი, რომელიც აშშ-მა უკრაინისთვის გამოყო, უკვე ქვეყანაშია შეტანილი, უკრაინელი სამხედროები კი მათ მართვას სწავლობენ – ამის შესახებ თავდაცვის უწყების ოფიციალურმა პრესსპიკერმა, ჯონ კირბიმ განაცხადა.
აშშ-მა უკრაინას დახმარების სახით 90 ერთეული ჰაუბიცა გამოუყო.
წყარო: 1tv.ge