საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა Foreign Policy-თან ინტერვიუში განაცხადა:
“სააკაშვილის შეწყალება ქართულ საზოგადოებაში მეტ პოლარიზაციას გამოიწვევს, რადგან საზოგადოების ერთი ნაწილი მისი მომხრეა, ხოლო მეორე, სავარაუდოდ, უფრო დიდი ნაწილი, მის შეწყალებას კატეგორიულად ეწინააღმდეგება. ამიტომ საზოგადოების ერთიანობის ინტერესიდან გამომდინარე, მის შეწყალებას არ ვაპირებ…
სააკაშვილი არ წარმოადგენს მნიშვნელოვან საკითხს. ყოფილი პრეზიდენტის პატიმრობაში ყოფნა არანაირად არ მეტყველებს ქვეყნის დემოკრატიის ხარისხზე, რადგან მაგალითად, საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი, სარკოზი შინაპატიმრობაში იყო”