რატომ უწოდა ბესელიამ “ივანიშვილის ფულით მოსყიდულები” ყოფილ თანამოაზრეებს?!

“კვირის პალიტრის” ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვას, თუ  რატომ არ აღმოჩნდა ეკა ბესელიამ  იმ გუნდში, რომელსაც “ჩვენი საქართველო – სოლიდარობის ალიანსი”  წარმოადგენს და რომლის წევრებიც ცოტა ხნის წინ  მისი თანამოაზრენი იყვნენ, ბესელიამ ასეთი პასუხი გასცა;

” თავად დავაფუძნე პარტია ,,სამართლიანობისთვის”” და სხვის გაერთიანებაში რატომ უნდა ვყოფილიყავი? იმ ახალ ჯგუფში არის რამდენიმე კოლეგა, რომელიც ჩემს პარტიაში ირიცხებოდა და წასვლის თაობაზე არც მოუმართავთ. ივანიშვილი დიდი ფულით ცდილობს ოპოზიციის დაქსაქსვას. “რაც არ იყიდება დიდი ფულით, იყიდება უფრო მეტი ფულით”. არ არსებობს არც ერთი მასშტაბის თანხა, რომელიც იყიდის ჩემს პრინციპებს, მაგრამ არიან პოლიტიკოსები, რომლებიც მცირე თანხადაც ყიდიან იმას, რასაც მე ღირებულებას ვუწოდებ”. – განაცხადა ბესელიამ. ივანიშვილის ფულით მოსყიდულებში რომელ  ყოფილ  თანამოაზრეებს  გულისხმობდა,  განაწყენებულმა დეპუტატმა  არ დააკონკრეტა.