“დოდომ უყურა, უყურა იპოლიტეს და უთხრა! რას ჰგავხარ, შე უბედურო, შენისთანებს გავყიდდით, აბა, რას ვიზამდითო!”.
თეატრმცოდნე – ნიკა წულუკიძე მისი გვერდის მომხმარებელს ხელოვან ადამიანებზე საინტერესო პოსტებს ხშირად სთავაზობს და ამჯერად, სახალისო ამბავი, რომელიც მან “ფეისბუქის” გვერდზე გამოაქვეყნა, დოდო აბაშიძესა და იპოლიტე ხვიჩიას ეხება:
– “ერთხელ, ორმა დიდმა ქართველმა მსახიობმა – იპოლიტე ხვიჩიამ და დოდო აბაშიძემ ისე ძალიან იკამათეს, რომ გაბრაზებულმა იპოლიტემ დოდოს პირდაპირ პირში უთხრა:
– აბაშიძეები ყოველთვის მოღალატეები იყავით, და ქართველებს თურქეთის ბაზარზე ჰყიდდითო!
დოდომ უყურა, უყურა იპოლიტეს და შემდეგ უთხრა:
– რას ჰგავხარ შე უბედურო, შენისთანებს გავყიდდით, აბა რას ვიზამდითო!” :)) …
წყარო: სოციალური ქსელი