რუსთაველზე შეკრებილ პატრიოტებს – თურქული კაპიტალი აჭარაში ოსმალური მავთულხლართია!

თურქიფიკაცია, ისლმიზაცია, გაოსმალ-გასპარსელება ხდება ქართველი ერის. საქართველოს ნამდვილ მტრებთან ძალად ადაპტირება და მათთან ძალდატანებით დამეგობრება.

აჭარის დღევანდელი ყოფა უნდა აფიქრებდეს სახელმწიფიებრივად მოაზროვნე ყველა ქართველს. თურქული კაპიტალის დომინირება რეგიონში გვაძლევს ეკნომიკურ დამოკიდებულებას ჩვენს ისტორიულ მტერზე, რომლის იმპერიალისტური მიზნები გაცილებით სახიფათოა ყოველგვარ ‘რბილ ძალაზე’.

თურმე ის ოსმალო, რომელსაც დიდი ბრძოლის და უდიდესი მსხვერპლის ფასად დავაღწიეთ თავი, რომელსაც ჩვენი ქვეყნის 33% პროცენტი მიტაცებული აქვს, ოკუაპანტად არ უნდა ჩავთვალოთ, ანუ შერჩევითი მტრები ყავს საქართველოს ??? რუსეთი იმპერიაა და ის თურქეთი, რომელმაც ქურთების გენოციდი დაიწყო – არა ?

თურქული კაპიტალი აჭარაში – ოსმალური მავთულხლართია. როდესაც რუსულ ‘რბილ ძალაზე’ ვსაუბრობთ და თურქული ფაქტორი გვავიწყდება აჭარაში, ეს ღალატად არ მიგაჩნიათ ? ‘ოკუპანტის’ ძახილმა არც დეოკუპაცია მოგვიტანა და პირიქით, მთელი ინტელექტუალური რესურსის შეწოვა და გადამისამართება გამოიწვია ჩრდილოეთისკენ. ტრენდული უფრო გახდა ანტისაოკუპაციო აქტივიზმი, ვიდრე მიზნამდე – ”დეოკუპაციამდე” მისასვლელი გზა. აი სწორედ მაშინ გვირტყამს აჭარაში ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ზურგში დანას, ჩვენ კი ამას ვერ ვგრძნობთ ან არ გვინდა, ვიგრძნოთ.

ოსმალური იმპერიალიზმი რუსულ რბილ ძალაზე მეტად ”ცბიერად და ვერაგულად უტევს აჭარას” მასთან ბრძოლა კი მავანს ”ეხამუშება” რატომ ? სისტემამ შეძლო და მტრე-მოყვარის გარჩევის დროს თავალებზე ხელი აგვაფარა.

 

ირაკლი ჯანყარაშვილი