პენტაგონმა ამერიკელი მოქალაქეები გააფრთხილა, თავი შეიკავონ უკრაინაში გამგზავრებისგან მას შემდეგ, რაც ამერიკის მოქალაქე, რომელიც უკრაინაში რუსული ძალების წინააღმდეგ საბრძოლველად წავიდა, საბრძოლო მოქმედებების დროს მოკლეს.
22 წლის უილი ჯოზეფ ქენსელი, რომელიც 25 აპრილს უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების დროს მოკლეს, უკრაინაში მარტის მეორე ნახევარში ჩავიდა.
„ჩვენ კვლავ მოვუწოდებთ ამერიკელებს, არ გაემგზავრნონ უკრაინაში. ეს არის მიმდინარე ომის ზონა. ეს არ არის ადგილი, სადაც ამერიკელები უნდა წავიდნენ“, – აღნიშნა აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ჯონ კირბიმ.