ამის შესახებ აშშ სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ ტელეარხ CNBC-ის ეთერში განაცხადა. გართულებული ორმხრივი ურთიერთობების ფონზე პომპეოს ეს განცადება, ფაქტობრივად, სკანდალური და უაღრესად საშიშია მსოფლიო მშვიდობისათვის.
“თუკი საჭირო გახდება დინამიკა ან სამხედრო აქცია, საჭიროა იცოდეთ, რომ პრეზიდენტი ტრამპი მზად არის, განახორციელოს ეს ქმედებები” – განაცხადა პომპეომ.
მართალია, მან ამ ნათქვამს დასძინა, რომ ამერიკისთვის მშვიდობა უფრო მისაღებია, ვიდრე ომი. თუმცა მან არ დააზუსტა, რა ფაქტორებს შეუძლია, განაპირბოს აშშ-ის მხრიდან თურქეთის რესპუბლიკის მიმართ სამხედრო მოქმედებების დაწყება. მან ეს ახსნა ტრამპის სურვილით, მოვლენების წინ არ გაუსწროს.
საერთაშორისო საზოგადოებრიობის სმენა თანდათან თითქოს ეჩვევა ასეთ განცხადებებს, რაც საერთაშორისო სისტემის მოშლის დასაწყისს მოასწავებს. ჟენევაში, გაეროში მოღვაწე ქართველი დიპლომატი დავით ჩიკვაიძე წელიწადნახევრის წინ სწორედ ამ პრობლემას ახსენებს ჟურნალისტ ანდრეი ბუზაროვთან ინტერვიუში. დიპლომატის აზრით, “ცივი ომის” დროს, სუპერსახელმწიფოებს შორის იდეოლოგიური დაპირისპირებისას უფრო მეტად იყო დაცულობის შეგრძნება, ვიდრე დღეს არის – ქაოტურთან მიახლოებული ვითარების პირობებში.
იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ტრამპის ადმინისტრაცია ამჯერადაც “ბაქი-ბუქობს”, როგორც ამას ჩრდილო კორეის ჩემთხვევაში ჰქონდა ადგილი, როდესაც უხვად გაცემული მუქარების მიუხედავად, ვაშინგტონმა კრიტიკულ მომენტში უკან დაიხია და გონივრულ შეთანხმებებზე დათანხმდა.
“ნიუსფრონტი-საქართველო”.