მარნეულში ადგილობრივმა ხელისუფლებამ 10 ათასი ლარი შესთავაზა, რათა გარდაცვალების მიზეზად კოვიდ-19 ჩაეწერათ

20 ივნისს „მთავარი არხის” ეთერში გასულმა სიუჟეტმა, რომელშიც მოქალაქეები ხელისუფლებას კოვიდ-19-ით გარდაცვლილთა სტატისტიკის ხელოვნურად გაზრდის მცდელობაში ადანაშაულებენ, საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია.

„მთავარი არხის” მტკიცებით, ქალაქ მარნეულში იმ ოჯახს მიაკვლია, რომლის წევრიც ორი კვირის წინ გულის დაავადების შედეგად გარდაიცვალა, ხოლო ოჯახს კი ჯერ ექიმებმა, ხოლო შემდეგ კი ადგილობრივმა ხელისუფლებამ 10 ათასი ლარი შესთავაზეს, რათა გარდაცვალების მიზეზად კოვიდ-19 ჩაეწერათ.

ამ თემაზე დამატებითი ინფორმაციის მისაღებად „რეზონანსი” ამირან გამყრელიძეს დაუკავშირდა:

„ამისთანა სისულელეებზე კომენტარს არ ვაკეთებ”

რეზონანსი